დუკანის ექსპრეს დიეტა – ფრანგმა ექიმმა-დიეტოლოგმა და ნუტრიციტოლოგმა პიერ დუკანმა ბოლო წლებში შეიმუშავა ახალი, თავისი დიეტის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი, სახელწოდებით “ დუკანის ექსპრეს დიეტა” და დეტალურად აღწერა ის თავის წიგნში < კვების საფეხური: მეორე ფრონტი >. ეს არის მსუბუქი ცილოვანი დიეტა, უფრო უნივერსალური და ბალანსირებული კლასიკურ, 4 – ფაზიანი დიეტისგან განსხვავებით. ამ დიეტით შესაძლებელია კვირაში საშუალოდ 700 – 1200 გრ დაკლება და გრძელდება მანამ, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ. ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე დაიკლო წონაში ან ვისაც სულ ცოტა ზედმეტი კილოგრამები აწუხებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ დიეტით კლება მიდის უფრო ნელა, ვიდრე ტრადიციული 4 – ფაზიანი დიეტისას.
დიეტის აუცილებელი პირობაა 1,5 ს / კ შვრიის ქატო, 2 ლ სუფთა წყალი და 30 წთ (შესაძლებელია მეტიც) ფეხით სიარული დღეში!!! და არანაირი ალკოჰოლი 6 დღის განმავლობაში.
დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კვირა გრძელდება 7 დღე / საფეხური. ყოველ ახალ დღეს მენიუში ერთვება ახალი პროდუქტი, რაც გვიქმნის კიბის ასოციაციას. ე.ი. ყოველ დღე ადამიანი ადის თითო ახალ საფეხურზე, რაც ვლინდება მენიუში ახალი პროდუქტების დამატებით. ამგვარად წარმოიქმნება კვების კიბე. აქედან წარმოიქმნა ამ წიგნის და ახალი დიეტის სახელწოდებაც.
ორშაბათი: სუფთა ცილის დღე. ამ დღეს დაშვებულია ყველა პროდუქტი რაც <შეტევაში> იხ. 1 ფაზა. ამ პროდუქტებს ვიღებთ როცა გვინდა და რამდენიც გვინდა. შვრიის ქატოს დღიური ნორმა 1,5 ს / კ. დამატებითი პროდუქტები დაშვებული არ არის.
სამშაბათი: ცილოვან პროდუქტს ემატება ბოსტნეული – ნებისმიერი რაოდენობით, გარდა დიდი რაოდენობით სახამებლის შემცვლელი და ტკბილი ბოსტნეულისა. (კარტოფილი აკრძალულია) დაშვებული 28 სახეობის ბოსტნეულის ჩამონათვალი იხილეთ < მეორე ფაზა, კრუიზი > შვრიის ქატო 1,5 ს / კ . დამატებითი პროდუქტები ისევ აკრძალულია.
ოთხშაბათი: ცილოვან პროდუქტებს და ბოსტნეულს ემატება 150 გრ ნებისმიერი სახეობის ხილი (გარდა ბანანის, ყურძენის, ლეღვის, კარალიოკის და ბალისა). ეს შეიძლება იყოს 1 ც ვაშლი, 1ც ფორთოხალი ან გრეიფრუტი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ასევე 2-3 პატარა ზომის მანდარინი, 1 ნაჭერი საზამთრო ან ნესვი, 1 ფინჯანი კენკრა… აკრძალულია ნებისმიერი სახეობის ჩირი. ამ დღეს დაშვებულია 1 სახეობის დამატებითი პროდუქტი. შვრიის ქატოს ისევ 1,5 ს / კ.
ხუთშაბათი: ცილებს, ბოსტნეულს და პორცია ხილს ემატება 45გრ ხორბლის უხეში ცეხვილი პური (დაახლოებით 2 თხელი ნაჭერი). ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და შვრიის ქატო 1,5 ს / კ.
პარასკევი: ცილებს, ბოსტნეულს, პორცია ხილს და პურს ემატება 40 გრ ყველი მაქ. 20% ცხიმიანობით (დაახლოებით 1 ნაჭერი). 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს / კ შვრიის ქატო ისევ რჩება.
შაბათი: ცილებს, ბოსტნეულს, პორცია ხილს, პურს და ყველს ემატება 220გრ სახამებლის შემცველი პროდუქტები (პარკოსნები, ბურღულეული, კარტოფილი) იგულისხმება უკვე მომზადებული / მოხარშული პროდუქტი და არა მოსახარში. ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს / კ შვრიის ქატო.
კვირა: მენიუში რჩება ყველა ის პროდუქტი, რაც აქამდე გვქონდა. ამის გარდა შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ ზეიმი და ამ დღეს მივირთვათ რაც გვსურს,დღეში ერთხელ რესტორნის პორცია პირველი, მეორე, დესერტის და 1 ბოკალი ღვინოს ჩათვლით.
თუ ამ კვირაში დაკლებული კგ არ გვაკმაყოფილებს, ვიმეორებთ დიეტას ისევ თავიდან იმდენჯერ, სანამ სასურველ წონას არ მივაღწევთ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია გაკეთდეს მესამე ფაზა. იხ. ფაილებში.
დუკანის ექსპრეს დიეტა – შესაძლო ვარიანტი (აუცილებელი არ არის)
დღე 1: საუზმე – ომლეტი კვერცხით და უცხიმო რძით, ნაკლებმარილიანი სიომგა და ყავა.
სადილი – ქათმის კატლეტი და უცხიმო კეფირი.
სამხარი – ხაჭო იოგურტით.
ვახშამი – ზღვის პროდუქტები. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ უფრო გიყვართ. განსაკუთრებით კარგი იქნება ზღვის კოქტეილი.
დღე 2: საუზმე – დილის ხაჭოს ნამცხვარი ჩაისთან ერთად, გემოვნების მიხედვით მწვანე ან შავი. უფრო უკეთესი იქნება ბალახების ჩაი, მაგ. პიტნის.
სადილი – ხბოს კატლეტები ბოსტნეულის სალათით.
სამხარი – კეფირი ქატოთი.
ვახშამი – ქათამი მოხარშული, შემწვარი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის რაგუსთან ერთად.
დღე 3: საუზმე – ჩიზქეიქი ნატურალური იოგურტით და ცოტა ხილით, ყავა.
სადილი – ნებისმიერი თევზის სუპი(უხა). უკეთესი იქნება თევზის “სოლიანკა”.
სამხარი – ხილი. გახსოვდეთ რომელია დაშვებული და რომელი არა.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი/შემწვარი ხორცი.
დღე 4: საუზმე – ახალი ხაჭო კეფირით.
სადილი – ხორცის ჩაშუშული.
სამხარი – ნაკლებმარილიანი სიომგის და მწვანილის ბუტერბროტი.
ვახშამი – ხორცის რულეტი ბოსტნეულით.
დღე 5: საუზმე – ქათმის ფილე, 1 ვაშლი და ჩაი.
სადილი – შემწვარი თევზი ცეხვილ პურთან ერთად.
სამხარი – ქატოს ბლინები ხაჭოსთან ერთად.
ვახშამი – ქათმის კატლეტები ნებისმიერ ბოსტნეულის სალათთან ერთად.
დღე 6: საუზმე – მოხარშული კვერცხი, ნაკლებმარილიანი სიომგა, ყავა.
სადილი – გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ხსნადი ცილებით. მოამზადეთ ჩაშუშული ლობიო და მიირთვით ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
სამხარი – ჩიზქეიქი ბალახების ჩაისთან ერთად.
ვახშამი – ორთქლზე მომზადებული თევზი კომბოსტოს სალათთან ერთად.
დღე 7: საუზმე – კვერცხის ომლეტი ხორცთან ერთად. ყავა.
სადილი – ბოსტნეულის სუპი ხორცით.
სამხარი – ხილი, რომლიც შეიძლება მიირთვათ არომატულ ყველთან ერთად.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი თევზი და 1 ბოკალი წითელი ღვინო.
სასმელები: რა შეიძლება დალიოთ 7 – დღიანი დიეტის დროს:
ხილის სასმელები:
ნატურალური წვენები, განზავებული სუფთა წყლით, თანაფარდობით 1:1;
კომპოტები:
მინერალური, არაგაზირებული წყალი;
კეფირი მაქ. 1% ცხიმიანობით.
არანაირი დამატკბობელი და შაქარი. ყველაფერი მხოლოდ ნატურალური. ასევე შეგიძლიათ დალიოთ კისელი.
უკუჩვენება: თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გაქვთ თირკმელების და საშარდე სისტემის პრობლემები, გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)
დუკანის 7 დღიანი დიეტა / Dukanis Dieta
პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
ვინ არის პიერ დუკანი? / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)