დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

დღესდღეისობით ცნობილი დიეტებიდან ერთერთ ყველაზე პოპულარულ დიეტად დუკანის, ანუ იგივე ცილების დიეტა ითვლება. ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და წონის დასაკლებად საუკეთესო ეფექტური საშუალებად აღიარეს მომდევნო წლების განმავლობაში. ეს არის ცილოვანი საკვებით გაჯერებული, უჯრედისის შემცველი და ნახშირწყლების და ცხიმების მინიმალური რაოდენობით შედგენილი დიეტა, რომელიც არ ღლის ორგანიზმს შიმშილის გრძნობით, არ აქვეითებს შრომის უნარიანობას და კარგ განწყობას. ამას გარდა, წონის ნორმალიზაციის მიღწევის შემდეგ, გამომუშავდება სწორი კვების ჩვევები, რაც მომავალში შედეგის შენარჩუნების გარანტია ხდება – ასეთია დუკანის დიეტის დადებითი ჩვენებები, რამაც დიეტის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

პიერ დუკანის დიეტის პრინციპები პირველად 2000 წელს გამოქვეყნდა საფრანგეთში მის წიგნში „მე არ შემიძლია გავხდე“. მომავალში ამ დიეტას ავტორის სახელი ეწოდა, ხოლო წიგნი ბესტსელერად იქცა – ის 9 ენაზე ითარგმნა და მისი მილიონობით ეგზემპლიარი 20 – ზე მეტ ქვეყნაში გაიყიდა.

კაროლინ მიდლტონმა აღიარა ჟურნალისტებთან დიეტის საწყისი ფაზის, „შეტევის“ შედეგები: „მე ვიცავდი დიეტას ოთხი დღის განმავლობაში და 2 კილო დავიკელი“. როგორც ამბობენ, კაროლინის ქალიშვილმა, კეიტ მიდლტონმა სწორედ ამ დიეტის საშუალებით დაიკლო სამეფო ქორწილის წინ ზედმეტი კილოგრამები, რათა ორი ზომით პატარა საქორწილო კაბა მოერგო.

მიუხედავად იმისა, რომ დუკანის დიეტის წყალობით არაერთმა ცნობილმა სახემ (ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერ ლოპესი, კეტრინ ჯენკინსი) დაიკლო წონაში, ეს დიეტა ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის შეფასებით ერთერთი ყველაზე ცუდ ვარსკვლავურ დიეტად იქნა აღიარებული 2011 წელს. ექსპერტების შეფასებით ეს დიეტა ისეთივე აბსურდულია, როგორც შეზღუდული კვების სხვადასხვა ტიპის სისტემები, მაგალითად დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით ან მხოლოდ უმი საკვებით კვება. დუკანის დიეტა აგებულია დიდი რაოდენობით ცილების მოხმარებაზე და იმავდროულად ნახშირწყლების მკვეთრ შემცირებაზე, რაც არაა გამართლებული მეცნიერულად. დუკანის დიეტაში ცილების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს სადღეღამისო რეკომენდირებულ დოზას, ხოლო პირველ ორ სტადიაზე დიეტის დროს გამოიყენება 10-ჯერ ნაკლები უჯრედისი, ვიდრე საჭიროა. გარდა ამისა, ამ დიეტაში დეფიციტურია C ვიტამინი, ხოლო D ვიტამინი კი ოთხჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმებს. ეს ყველაფერი საკმარისად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ცილები ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების მთავარი საშენი მასალაა და მათი დეფიციტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის დარღვევის ან დაავადების მიზეზი გახდეს.
არსებობს ნორმები, რა რაოდენობის ცილების ათვისება შეუძლია ადამიანის ორგანიზმს და არაა სასურველი რადიკალური ფორმით ცალსახად რომელიმე მიმართულებით დაირღვეს წონასწორობა. უნდა ვიცოდეთ, რომ არანაკლებ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ჭარბი რაოდენობის ცილების ხანგრძლივად მოხმარება, რადგან ის იწვევს დარღვევებს ღვიძლსა და თირკმელებში, ხელს უწყობს შარკენჭოვანი დაავადებების განვითარებას. აუთვისებელი ცილები ლპობას იწყებს კუჭნაწლავში, ხელს უწყობს პათოგენური ფლორის განვითარებას და თრგუნავს სასარგებლო ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიებს.

დუკანის დიეტის მოწინააღმდეგე ექიმები თვლიან, რომ ორგანიზმს არ ესაჭიროება იმ რაოდენობის ცილები, რაც ამ დიეტის დროს მიიღება. ამავდროულად, თითქმის ამოღებულია ნახშირწყლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ცილოვანი დიეტა ძირითადად ხორცის პროდუქტებისგან შედგება. ჭარბი რაოდენობით ცილების მიღების შედეგად შესაძლებელია ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რაც გამოიხატება ცუდ გუნება – განწყობით, ყაზბობით, შესაძლებელია ნახშირწყლოვანი მიმოცვლის დარღვევა: პირში აცეტონის სუნის გაჩენა, მადის დაქვეითება, ადამიანი აღგზნებულ მდგომარეობაშია. სხვათა შორის, ამ გვერდით მოვლენებს თავად დუკანიც არ უარყოფს. ცილოვანი დიეტები მოქმედებენ თირკმელებზე და სახსრებზე, რითაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების პროვოცირება შეუძლიათ. ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებები ესაჭიროება, ხოლო წონასწორობის დარღვევა ერთი მიმართულებით საკმაოდ სახიფათოა.
ასე რომ, სანამ აღნიშნული დიეტის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგი იქნება თუ ზუსტად გაეცნობით მის შემადგენლობას, საფრთხეებს და უკეთეს შემთხვევაში გაივლით კონსულტაციას შესაბამის ექიმთან (დიეტოლოგთან).
დიეტის დაცვა დაუშვებელია ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ასევე თირკმელების დაავადებების დროს.

პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

დუკანის 7 დღიანი დიეტა / Dukanis Dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ვინ არის პიერ დუკანი? / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥