მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

დუკანის დიეტა
მესამე ფაზა (სტაბილიზაცია)

ჩვენი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ამოწურული რესურსების შევსება.სასურველი წონის მიღწევის შემდეგ , აუცილებელია დიეტის გაგრძელება და მესამე ფაზაში გადასვლა. მესამე ფაზა პირველი ნაბიჯია, ბალანსირებული კვების ხარჯზე, წონის შენარჩუნებისათვის.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა

მესამე ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, თქვენს მიერ, პირველსა და მეორე ფაზაში დაკლებული კილოგრამების რაოდენობაზე.
ყოველი დაკლებული კილოგრამი მრავლდება 10 დღეზე.
მაგალითისთვის, თუ თქვენ დაიკელით 5 კგ, მესამე ფაზის ხანგრძლივობა 5 x 10 = 50 დღეს შეადგენს.
მესამე ფაზა ორ ეტაპად იყოფა P3a და P3b. (P3 = P3a + P3b)
თითოეულში თანაბარი რაოდენობის დღეებია.
P3a მოიცავს მესამე ფაზისათვის განსაზღვრული დღეების ნახევარს 50 / 2=25,
ისევე როგორც P3b.

მესამე ფაზაში დამატებული საკვები პროდუქტები

დიეტის მესამე ეტაპზე საკვები პროდუქტები უფრო მრავალფეროვნდება
ხორცით, ხილით, ყველით, (კრახმალის) სახამებლის შემცველი პროდუქტებითა და პურით. ნარჩუნდება პირველსა (72) და მეორე ფაზებში დაშვებული (72 + 28) პროდუქტი. 72 ცილა, 28 ბოსტნეული.
მესამე ფაზაში აღარაა სავალდებულო ცილა, ცილა ბოსტნეულის დღეთა მონაცვლეობის დაცვა. თქვენი მენიუ სტაბილიზაციის ეტაპიდან ცილა ბოსტნეულით კომბინირებული, ვიტამინებით გაჯერებული საკვები იქნება.

სავალდებულო შვრიის ოდენობა ამჯერად 2,5 სკ შეადგენს.
ყოველდღიურად წყალი – 2 ლ (ყავა, ჩაის ჩათვლით)

ხორცის სახეობები:
ცხვარი, ღორის ხორცის ყველა ნაჭერი (მაქსიმალურად მჭლე ნაჭრები)

დღეში – ნებისმიერი ნებადართული ხილის 1 პორცია.
ერთ პორციად ითვლება:
1 ცალი – ვაშლი, მსხალი, ატამი, გრეიფრუტი, მომცრო ზომის მანგო, ფორთოხალი, ვაშლატამა.
2 ცალი – კივი, მანდარინი, გარგარი.
1 მომცრო ფიალა – მარწყვი, მალინა, მაყვალი.
1 ნაჭერი – ნესვი, საზამთრო.

არ შეიძლება:
ბანანი, ყურძენი, ბალი, ავოკადო, ყველანაირი სახის ჩირი, ყველანაირი სახის თხილი.

* ახალი ინფორმაციით დუკანმა დაუშვა თხილის მცირედი ოდენობა. რაც მუჭაში ჩაგვეტევა დაახლოებით 15 გრ. გაითვალისწინეთ, რომ თუ თხილებს მიიღებთ ზეთის დღიურ ნორმას უნდა შეელიოთ! ფაქტობრივად ალტერნატივა გაქვთ ან თხილები, ან ზეთი.

დღეში – 40 გ დაბალი ცხიმიანობის მქონე ყველი (50%)
დღეში – 2 ნაჭერი პური (ცეხვილი)

კვირაში ერთხელ (p3a) კრახმალის შემცველი პროდუქტები, რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ.
კვირაში ორჯერ (p3b) კრახმალის შემცველი პროდუქტები, რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ.

გამონაკლისის სახით:
P3a ფაზის დღეებში – კვირაში ერთხელ დაშვებულია თქვენთვის სასურველი საკვების მიღება ,თავისთვის ერთგვარი ზეიმის მოწყობა.
P3b დღეებში კი მსგავსი ნებივრობის უფლება კვირაში ორჯერ გექნებათ.
თუმცაღა ძაანაც ნუ გაინებივრებთ თავს და ყველაზე მსუყე და კალორიულ საკვებს ნუ მიეძალებით და ორი კაცის პორციასაც ნუ შეჭამთ.
ნებადართულია ასევე 1 ჭიქა მშრალი ღვინოს დალევა.

სავალდებულოა !
კვირაში ერთი ცილოვანი დღე. დუკანის რჩევით კარგი იქნება თუ ცილოვან დღედ ხუთშაბათს შევარჩევთ.

მესამე ფაზა მთლიანად წონის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ ფაზაში შესაძლოა შეიმჩნეს მცირედით წონის მატება და კლება, თუმცაღა მთლიანობაში მიღწეულ წონას უნდა ინარჩუნებდეთ.

ფიზიკური დატვირთვა სასურველია გაზარდოთ 25 – 30 წ. დუკანი რეკომენდაციას სწრაფ სიარულს უწევს.

დუკანის მიერ შემუშავებული ექსპრეს დიეტა – 7 საფეხური (გამარტივებული ვერსია), მესამე ფაზის ალტერნატივას წარმოადგენს.

პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

დუკანის 7 დღიანი დიეტა / Dukanis Dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ვინ არის პიერ დუკანი? / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥