პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა შედგება 4 ფაზისგან.

პირველ ფაზაში დაშვებულია 72 დასახელების ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ პროდუქტებიდან ჩვენთვის სასურველი ერთი ან რამოდენიმე პროდუქტი და მივიღოთ დღის განმავლობაში როცა გვინდა და იმდენი, რამდენიც გვინდა.
ეს ცილოვანი პროდუქტები იყოფა 8 ჯგუფად.

1) ჯგუფი: ხორცეული;
2) ჯგუფი: ფრინველი და ბოცვერი;
3) ჯგუფი: თევზი&ზღვის პროდუქტები;
4) ჯგუფი: კვერცხი;
5) ჯგუფი: მცენარეული პროტეინები;
6) ჯგუფი: უცხიმო რძის პროდუქტები;
7) ჯგუფი: 2 ლიტრი წყალი დღეში;
8) ჯგუფი: შვრიის ქატო.

ხორცეული:

1. საქონლის ხორცი;

2. ხბოს ხორცი;

3. ცხენის ხორცი;

4. ხბოს / საქონლის ღვიძლი და თირკმელები;

5. ხბოს კოტლეტი (შნიცელი);

6. კურდღლის ხორცი;

7. საქონლის / ღორის ფილე (სუკი);

8. საქონლის / ხბოს ნეკნები;

9. საქონლის სტეიკი;

10. საქონლის / ხბოს / ცხვრის ენა;

11. როსტბიფი;

12. ძროხის ჩალაღაჯი;

13. გარეული ცხოველების ხორცი და მათი შიგნეული (ირემი, შველი,იხვი, კურდღელი).

ფრინველი და ბოცვერი (კანის და ხილული ცხიმის გარეშე)

14. წიწილა;

15. დედალი;

16. ფრინველის გულ-ღვიძლი;

17. ინდაური;

18. ხოხობი;

19. ციცარი;

20. სირაქლემა;

21. მტრედი;

22. მწყერი;

23. კაკაბი;

24. ინდაურის ლორი, 3% ცხიმიანობის, 100გრ;

25. ქათმის ბარკლები;

თევზეული ყველანაირი – ახალი ან შებოლილი, ცხიმიანი და კონსერვი (საკუთარ წვენში)

26. სკუმბრია;

27. კალმახი;

28. ლოქო;

29. ორაგული;

30. ქაშაყი;

31. პალტუსი;

32. ქარიყლაპია;

33. კობრი;

34. ვირთევზა;

35. ქორჭილა;

36. სკაროსი;

37. კეფალი / ბარაბული;

38. სარდინი;

39. პიქშა;

40. ზვიგენი;

41. კამბალა;

42. სურიმი – თევზის ფარში;

43. თინუსი;

44. ხეკი;

45. ზღვის ენა;

46. საირა;

47. ლოუჩი;

48. ხიზილალა – წითელი და შავი;

49. სამეფო დორადა;

ზღვის პროდუქტები:

50. ხამანწკები;

51. მოლუსკები;

52. ლოკოკინა;

53. კიბორჩხალა;

54. ლანგუსტები;

55. მიდიები;

56. კალმარები;

57. კრევეტები;

58. რვაფეხა;

59. მდინარის კიბორჩხალა;

60. მელანთევზა;

61. ზღვის ზღარბი;

კვერცხი:

62. ქათმის / მწყერის / სირაქლემას კვერცხი;

მცენარეული პროტეინები:

63. კონჯაკის მაკარონი (შირატაკი);

64. საითანი;

65. ტოფუ;

რძის პროდუქტები 0% ცხიმიანობით:

66. რძე;

67. კეფირი;

68. ხაჭო;

69. კრემხაჭო;

70. ნატურალური იოგურტი / მაწონი;

71. ყველი;

72. მარცვლოვანი ყველი (Cottege Cheese).

ამ 72 დასახელების პროდუქტიდან მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტებია შეზღუდული, კერძოდ 675მლ / მგ დღეში და სუფთა რძე მაქ. 250 მლ. ქათმის კვერცხი დღეში მხოლოდ 2 ცალი მთლიანად და ცილა შეუზღუდავი რაოდენობით. (რადგან კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, დაახლოებით 7გრ). ვისაც სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს, დუკანი კვერცხის მიღებისგან თავის შეკავებას გვირჩევს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2 ცალი კვერცხი დღეში.
ეს პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რაოდენობით ,დღის ნებისმეირ დროს. დაივიწყეთ კალორიების თვლა და 6 – ის მერე არ ჭამა.

შეტევის ფაზაში დასაშვებია ასევე ზოგიერთი დამატებითი პროდუქტები, მცირე რაოდენობით:

1 . ყავა, ჩაი, ბალახების ჩაი, მინერალური წყალი;

2. ძმარი, სოიოს სოუზი უშაქროდ;

3. ჟელატინი, 30 გრ აგარ-აგარი, გამაფხვიერებელი, დროჟი;

4. რამოდენიმე ღერი მწვანილი, 1 პატარა ზომის ხახვი, 2 – 3 კბილი ნიორი და სუნელები.

5. მჟავე კიტრის პიკული 3 – 4 ცალი (უშაქრო);

6. ლიმონის წვენი, მხოლოდ საჭმელის გასაკეთებლად, როგორც დანამატი (არ დალიოთ როგორც ლიმონათი და არ შეჭამოთ მისი რბილობი, როგორც ხილი);

7. შაქრის შემცვლელი 0 კალ (არ შეიძლება ფრუქტოზა ,გლუკოზა, სორბიტი…)

8. 2 ს / კოვზი ტომატის პასტა, უშაქრო;

9. დიეტური კოკა კოლა, პეპსი და სხვა დიეტური სასმელები. 0 კალორიით.

10. კრაბის ჩხირები 0.1 % ცხიმინით შეუზღუდავად და მეტი ცხიმიანობის არაუმეტეს 8 – ცალისა დღეში (200 გრამი);

11. ჯანჯაფილი (კოჭა).

12. შირატაკის ტიპის მაკარონი, კონჯაკის ბრინჯი;

13. ნებისმიერი ზეთი 1 ჩაის კოვზი;

14. გოჯი ბერი – 1 ჩაის კოვზი შეტევაში და 2 ფაზის ცილის დღეებში. მეორე ფაზის ცილა + ბოსტნეულის დღეებში 1 ს / კ.

15. მარილი ზომიერად და უშაქრო მდოგვი 1 ჩაის კოვზი.

16. უშაქრო საღეჭი რეზინი და კარამელები 5 ცალი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დიაბეტური კანფეტი დუკანში დაშვებული არ არის. ყურადღება მიაქციეთ, რომ აკრძალული დამატკბობელი არ იყოს გამოყენებული. SULA – ს კარამელები აკრძალულია!

პირველი ფაზის დროს შეიძლება იგრძნოთ პირის სიმშრალე და უსიამოვნო სუნი პირიდან. არ შეგეშინდეთ ეს არის იმის დასტური რომ თქვენ დგეხართ სწორ გზაზე! თუ იგრძენით თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, სისუსტე კუნთებში და ა.შ. არ შეზღუდოთ მარილი, მიიღეთ ზომიერად.

აუცილებელია!

1) 1.5 სუფრის კოვზი ქატო

2) ყოველდღიური სიარული 20 წუთი

3) და აუცილებლად უნდა დალიოთ 1.5 ლიტრი წყალი (ყავა და ჩაი ითვლება სითხის რაოდენობაში).

პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

დუკანის 7 დღიანი დიეტა / Dukanis Dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

ვინ არის პიერ დუკანი? / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥