შოკოლადის სიროკი (დაბალკალორიული)

ხაჭო:
500 გრ უცხიმო ხაჭო
4 კვერცხის ცილა
შაქრის შემცვლელი

მინანქარი:
4 კვერცხის გული
250 მლ რძე 0.5 – 1.5%
1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
3 სუფრის კოვზი უცხიმო კაკაო (11% – მდე)
15 გრ ჟელატინი
შაქრის შემცვლელი

სანამ მზადებას დავიწყებთ ჟელატინი ჩავდოთ ადუღებულ წყალში.
ხაჭოსთვის საჭირო ინგრედიენტები ავურიოთ კარგად ერთმანეთში.

მოვათავსოთ სილიკონის თასში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით. ხოლო 15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ.

სანამ ხაჭო გრილდება, მოვამზადოთ მინანქარი ჩვენი სიროკისათვის:
ცივ რძეში ჩავუშვათ ჟელატინი, დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები, რომლებიც განკუთვნილი იყო მინანქრისათვის და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ.

სილიკონში, რომელშიც გამოვაცხვეთ ხაჭო, ჩავასხათ ჯერ მინანქარი, შემდეგ ხაჭო, შემდეგ ისევ მინანქარი.

შემდეგ შევდგათ საყინულეში.

ჩვენი შოკოლადის სიროკი შეიცავს:

  • 105.7 კალორიას
  • 13.6 ცილას
  • 4.1 ცხიმს
  • 3.7 ნახშირყლებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *