ჟოლოს ჩიზქეიქი (დაბალკალორიული)

ბისკვიტის ინგრედიენტები:
2 კვერცხის ცილა
1 კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი სახამებელი
2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
2 სუფრის კოვზი შაქრის შემცვლელი
ვანილი

ყველის ფენის ინგრედიენტები:
500 გრ უცხიმო კრემ-ყველი (ricotta, Philadelphia)
150 გრ უცხიმო იოგურტი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
4 ცალი შაქრის შემცვლელი
ვანილი
1 ჭიქა ჟოლო

ჟელეს შემადგენლობა:
100 მლ უშაქრო ჟოლოს სიროფი
3 ჟელატინის ფოთლები (ან 1 სუფრის კოზვი)

მომზადების წესი:
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
თასში ავურიოთ კვერცხის ცილა და მარილი, ვთქვიფოთ სანამ არ გამყარდება, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული და სახამებელი.
შერეული მასა გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში.
დამატკბობელი, ქატო და ვანილი და დაასხით ნარევს
გამოაცხეთ 12 დან 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

ცალკე თასში ავურიოთ ყველის ფენისათვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი, გარდა ჟოლოსა.
ჟოლო ბოლოს დავამატოთ და ავურიოთ ნაზად, ისე რომ ჟოლოები არ დაიშალოს.
ბისკვიტს მოვასხათ ყველის ფენა და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 50-60 წუთი.
როდესაც გამზადდება, დავტოვოთ გასაგრილებლად.

გაცივების შემდეგ, დავალაგოთ ჟოლოები და მოვასხათ უკვე გამზადებული ჟელე
შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაჩეროთ 2 საათი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *