კლინიკა მაიოს დიეტა ზუსტი დაცვით კვირაში 4 – 8 კგ – მდე დაიკლებთ

კლინიკის დიეტოლოგები და ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია, რადგან ის ხელს უშლის ორგანიზმს ცხიმისაგან განთავისუფლებისათვის. მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს გასული დიეტის შეწყვეტისაგან რომ მივიღოთ ალკოჰოლური სასმელი.

დიეტა დაფუძნებულია “ცხიმის მწველ წვნიანზე”.
ამ წვნიანის მიღება აუცილებელია ყოველდღიურად – იმდენად ხშირად და იმდენად, როგორც გსურთ. რაც უფრო მეტს მიირთმევთ მით უფრო მეტ კილოგრამებს დაიკლებთ.

დიეტის ზუსტი დაცვით კვირაში 3-4 კილოდან 8 კილომდე დაიკლებთ. მნიშვნელოვანია მოცემული პროდუქტების მოცემულ დღეებში მიღება.

თუ ერთი კვირის განმავლობაში 7 კილოს ან მეტს დაკარგავთ, გააკეთეთ 2 დღიანი შესვენება და განაგრძეთ დიეტა ნებისმიერ დროს. წვნიანი არ მიიღოთ დიეტის გარეშე.

დიეტის დროს კატეგორიულად იკრძალება:
– პური
– ალკოჰოლი
– გაზიანი სასმელები
– შემწვარი ან ცხიმდამატებული
– შვიდდღიან დიეტას შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ დროს, მისი შეწყვეტის ან დარღვევის შემთვევაში დაიწყეთ პირველი დღიდან.

სულ რაღაც 7 დღეში თქვენ სიმსუბუქეს იგრძნობთ, მინიმუმ 4-5 კილოს, ხოლო მაქსიმუმ 8-ს დაიკლებთ. შეიგრძნობთ თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგიას, დიეტის დაცვის პერიოდში თქვენ იგრძნობთ პოზიტიურ დინამიკას თქვენს ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში.

ზოგადი წესები
– მკაცრად დაიცვას რეკომენდაციები ყოველდღე. დაუშვებელია გადახვევა და ფანტაზიები.
– აიწონეთ ყოველ დილით
– წვნიანი ჭამეთ ყოველთვის, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს
– კარაქი – ის შეიძლება გამოყენებულ იქნას კვირაში მხოლოდ ერთხელ მოხარშულ კარტოფილთან ერთად
– ყურადღებით ამოიღეთ ცხიმი ხორციდან და მიირთვით კანგცალილი

ცხიმის მწველი წვნიანის რეცეპტი:
6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პომიდორი (შესაძლებელია დაკონსერვებული)
1 პატარა თავი კომბოსტო, 2 მწვანე წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 ცალი ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი.

წვნიანის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ასევე აუცილებელია შევავსოთ დიეტა სხვა კომპონენტებისაგან.

პირველი დღე:
დღეს მიირთმევთ მხოლოდ სუპს და ხილს, ხილი დასაშვებია ნებისმიერი სახის, გარდა ბანანისა.
შეგიძიათ მიირთვათ ჩაი ან ყავა

მეორე დღე:
სუპი და ბოსტნეული ნებისმიერი სახის.
ლანჩის დროს, შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი კარაქით. არ ჭამოთ არც ერთი სახის ხილი. დალიეთ სასმელი წყალი.

მესამე დღე:
წვნიანი, ხილი და ბოსტნეული, თუმცა ამჯერად გამორიცხულია მოხარშული კარტოფილი.
თუ თქვენ ამ სამი დღის განმავლობაში სწორად დაიცავთ კვების რაციონს, თქვენ უკვე დაიკლებთ 2,5-3 კილოს.

მეოთხე დღე:
წვნიანი, ხილი, ბოსტნეული, ბანანი და რძე!
სუპი, ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი რაოდენობით მაგრამ არა ბანანი. ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ არაუმეტეს სამისა.

მეხუთე დღე:
ძროხის ხორცი, პომიდორი და სუპი. ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ 300 – დან 800 – გრამამდე, პომიდორი რამდენიც გინდათ, დღეს სასურველია მიირთვათ სუპი მხოლოდ ერთხელ.

მეექვსე დღე:
ხორცი, ბოსნეული და სუპი. თუ გსურთ შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 ცალი სტეიკი და ასევე ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული.

მეშვიდე დღე:
ყავისფერი ბრინჯი, ხილის წვენი და ბოსტნეული. ბრინჯს შეგიძლიათ დაამატოთ ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და პომიდორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *