კენკრისა და ხილის „ტარტალეტკა“ (დაბალკალორიული)

ცომი:
2 ცალი კვერცხის გული
2 სადილის კოვზი მაწონი
დანის წვერით – სოდა
კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეაზილეთ იმდენი ფქვილი, რომ რბილი ცომი გამოვიდეს (ოდნავ უნდა ეწებებოდეს ხელს).
ამოავსეთ „ტარტალეტკის“ 3 ცალი ფორმა (ღრმული გაუკეთეთ) და გამოაცხვეთ.

შიგთავსი:
120 გრამი ხაჭო ოდნავ დაატკბეთ ფრუქტოზით კარგად აურიეთ და ჩადეთ გამომცხვარ „ტარტალეტკებში“. ზემოდან დააწყვეთ ის ხილი, რაც მოგეპოვებათ, ნებისმიერი კენკრა, წვრილად დაჭერით კივი, ფორთოხალი, ბანანი ან ანანასი.

ჩვენი ტარტალეტკა შეიცავს:
95.7 კალორიას
10.6 ცილას
3.1 ცხიმს
2.7 ნახშირყლებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *