ანანასის და ავოკადოს სალათი (დაბალკალორიული)

საჭიროა:
ანანასი – 100 გრ
ავოკადო – 50 გრ
წითელი ხახვი – 1 თავი
1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (ყველანაირი)
2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
ნიორი – 1 კბილი
მარილი და შავი პილპილი.

ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების აქტიურ წვას, ავოკადო კი სავსეა E ვიტამინით, რომელიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.

მომზადების წესი:
ღრმა თეფშზე დააწყვეთ ჯერ ანანასის ნაჭრები, შემდეგ – ავოკადო, ხახვის რგოლები, მოაყარეთ მწვანილი და შავი პილპილი.
დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში მიქსერით და ზემოდან მოასხით.

მოცემული რეცეპტი გათვალისწინებულია 3 ულუფაზე და თითო ულუფა შეიცავს 180 კალორიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *