შემწვარი ქათამი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 1 მთელი საშუალო ზომის ქათამი
– 1 ლიმონი
– 1 წითელი მწარე წიწაკა
– 1 სმ ახალი კოჭა (Ginger)
– 3 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა
– 2 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო

მომზადების წესი:
თავდაპირველად გავათბოთ ღუმელი 190 გრადუსამდე (200 გრადუსი იდეალურია)
ლიმონი გავჭრათ შუაზე და ნახევარი ლიმონი დავაწუროთ ქათამს.
გავასუფთაოთ წითელი წიწაკა ღეროსგან და გავჭრათ სიგრძეზე, რათა განვათავისუფლოთ შიგნეულობისგან, შემდეგ დავჭრათ წვრილად ისე რომ მოვათავსოთ ქათმის მკერდში.
ასევე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კოჭა და ნიორი.
ბოლოს მოვაყაროთ წიწაკა და ორეგანო და შევდგათ ღუმელში 1-2 საათი (დამოკიდებულია ქათმის ზომაზე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *