სელის თესლი / დამხმარე პროდუქტი / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

სელის თესლი შეიცავს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის ცილას რომელიც თავისი შემადგენლობით ადამიანის ორგანიზმის იდეალური ცილის ტოლფასია.

იგი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 ომეგა 6 და ომეგა 9 ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა ეს ის მნიშვნელოვანი მჟავებია რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ აწარმოებს. მათი მიღება ხდება საკვებთან ერთად. ომეგა 3 – ის შემცველობა სელის თესლში 2 – ჯერ უფრო მაღალია ვიდრე თევზის ქონში. ასევე სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებს, ბეტა – კაროტინს, მინერალებს, მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორს და თუთიას.

სელის თესლი წარმოადგენს ლიგნანების უმდიდრეს წყაროს. ლიგნანები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას კონცეროგენეზის სხვადასხვა ეტაპზე. სელის თესლში შემავალ ლიგნანებს აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ამის გამო, ისინი რეკომენდირებულია ათეროსკლეროზითა და გულის უკმარისობით დაავადებულთა სამკურნალოდ.

საკვებში მათი გამოყენება ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, დაბლა წევს არტერიულ წნევას, მცირდება არითმიების, გულის სარქველებთან დაკავშირებული დაზიანებების წარმოქმნის ალბათობა.

სელის თესლი შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს, რაც ძალიან სასარგებლოა კუჭ – ნაწლავისთვის.
სელის თესლის ხშირი გამოყენება აძლიერებს ინსულინის მოქმედებას და იცავს ორგანიზმს დიაბეტის წარმოქმნისა და განვითარებისაგან.

სელის თესლი უზრუნველყოს ნორმალურ ჯანმრთელ კანსა და თმას. აფერხებს მათ ასაკობრივი ცვლილებებს, ხელს უწყობს “ახალგაზრდული კანის” დაბრუნებას. ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას.

წყლის შეკავება ორგანიზმში გამოვლინდება შეშუპების სახით ზედმეტი წონის, პოსტკლიმაქტერული პერიოდის, გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვავაში. ასეთ დროს გაძნელებულია თირკმლის მიერ ნატრიუმისა და წყლის გამოყოფა. სელის თესლის ხშირი გამოყენება ხელს უწყობს თირკმლის ნორმალურ მუშაობას.

სელის თესლი გამოიყენება ყველა სახის ცივი კერძების, ნებისმიერი ბოსტნეულის სალათის მოსამზადებლად. სელის თესლი შეიძლება დაემატოს ფაფებს. ძალიან სასარგებლოა მისი მიღება ხაჭოსთან, მწვანილთან, არაჟანთან. სელის თესლი შეიძლება მიიღო რძესთან, იოგურტთან და კეფირთან ერთად.

შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გამომცხვარ ბლინებს, ფუნთუშებს და პურს.

დუკანის დიეტის პირველ ფაზაზე შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჩ/კ დღეში, მეორე ფაზაზე კი 2 ჩ/კ დღეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥