ჩიას თესლი / დამხმარე პროდუქტი / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ჩიას მარცვლები ერთ – ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია მთელს დედამიწაზე. შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3 – ს და ომეგა 6 – ს. ისინი ხელს უწყობენ სისხლძარღვების ჯანმრთელობას. ჩიას თესლი შეიცავს იმაზე ბევრად მეტ პროტეინს (ცილებს), ვიდრე რძის ან ზღვის პროდუქტები.

1 კოვზი ჩიას თესლი 10 % – ით აჭარბებს კალციუმის დღიურ დოზას და 15% – ით ფოსფორის დოზას, რაც შესანიშნავია ძვლებისთვის.

კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 2 კოვზი ჩიას თესლის მოხმარება დიაბეტიანებში არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ასევე არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.

ჩია შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან დაბერების პროცესებს და დაავადებებს, როგორიცაა კიბო. ბოჭკოვანი ნივთიერებების შემცველობის გამო ჩიას თესლს აქვს უნარი შეიწოვოს წყალი კუჭში მოხვედრისთანავე, რაც ხელს უწყობს მალე დანაყრებას. ასევე პროტეინების და ბოჭკოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო ადამიანს ეხმარება წონის კლებაში.
ჩიას თესლი შეგიძლიათ შეურიოთ სასმელებში, სალათებში, ნამცხვრებში, გამომცხვარ პურში. შეგიძლიათ მოაყაროთ შვრიის ფაფას, იოგურტს, მაწონს და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥