ქათმის ფილე ნივრით და შვრიის ქატოთი / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

შეგიძლიათ მიირთვათ ყველა ფაზაში.

ინგრედიენტები:
1 ან 2 ც ნიორი
ქათმის ფილე 1 ცალი
შვრიის ქატო – პირველ ფაზაში 1,5 ს/კ, მეორე ფაზაში 2 ს/კ, მესამე ფაზაში 2,5 ს/კ
მარილი და სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭყლიტეთ ნიორი და აურიეთ შვრიის ქატოს. დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით. ქათამი ამოავლეთ ამ მასაში,ისე რომ კარგად დაიფაროს. შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 25 წუთის განმავლობაში, უცხიმო ტაფაზე, ან გრილზე. ნება თქვენია.
გემრიელად მიირთვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥