კეტრინ გურსაკის 7 დღიანი დიეტა 4 კილოს დაგვაკლებინებს!


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ფრანგი დიეტოლოგის – კეტრინ გურსაკის 7 დღიანი დიეტა 4 კილოს დაგვაკლებინებს! რაც მთავარია ზედმეტი ცხიმები გაქრება წელიდან და მუცლიდან.

კიდევ ერთი უპირატესობა რაც კეტრინის დიეტას გააჩნია, არის ის რომ ყველა საკვები რომელიც უნდა მივიღოთ, არ საჭიროებს სამზარეულოში დიდხანს დგომას. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს დიეტა იდეალურია დაკავებული ადამიანებისათვის.

თუმცა დიეტა დაბალკალორიულია და ჩვენი მიღებული საკვების კალორიების რაოდენობა 1200 მდეა.

პირველი დღე

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი ან 1 ნაჭერი მჭლე ლორი, ხილის იოგურტი, ჩაი ან ყავა
სადილი: სალათი (კიტრი, პომიდორი, სალათის ფოთოლი, მწვანე ხახვი დაოხრახუში ზეთით და ლიმნის წვენით). სასმელი – ვაშლის წვენი.
შუადღე: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: მოხარშული ქათამი (100 გრ), ყველი (50 გრამი), ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი ან კეფირი

მეორე დღე

საუზმე: 1 ფორთოხალი, 2 ნაჭერი ქატოს პური, ჩაი.
სადილი: მოხარშული კრევეტების სალათი, მაიონეზით და კამით (100 გრ). მოხარშული საქონლის ხორცი (100 გრ) იოგურტთან ან კეფირთან ერთად.
შუადღე: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო (150 გრამი) სოიოს სოუსით, მოხარშული კარტოფილი, 1 ნაჭერი ქატოს პური და ჩაი შაქრის შემცვლელით.

მესამე დღე

საუზმე: 1 ნაჭერი მჭლე ლორი, 1/2 დაბალი ცხიმიანი ხაჭო, ჩაი ან ყავა
სადილი: მოხარშული სოკოს სალათი (100 გრ) ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენით და ოხრახუშით. 2 კივი და 1 მოხარშული კარტოფილი კომბოსტოში ჩაშუშული
შუადღე: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: მოშუშული თევზი (100 გრ), ერთი ქილა იოგურტი დანამატების გარეშე, ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი

მეოთხე დღე

საუზმე: ბანანის კოკტეილი
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, ქათმის ფილე (100 გრამი)
შუადღე: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი ზეთით, ჩაშუშული ლობიო ოხრახუშით, მოხარშული კარტოფილი, ქატოს პური და ერთი ჭიქა ჩაი

მეხუთე დღე

საუზმე: 2 ბოთლი იოგურტი დანამატების გარეშე, 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი
სადილი: მოხარშული ჭარხალი (100 გრ), ცოტა ზეითუნის ზეთით, ბრინჯი (100 გრამი) სოიოს სოუსით ან კეტჩუპით და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
სამხარი: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: უცხიმო ხაჭო (100 გრამი), ყველი (50 გრამი), ერთი ბოთლი იოგურტი დანამატების გარეშე, ერთი ჭიქა თბილი რძე

მეექვსე დღე

საუზმე: სიმინდის ბურბუშელა (25 გრამი) რძით, იოგურტი დანამატების გარეშე, ყავა
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული ძროხის ღვიძლი (150 გრამი), ერთი ბოთლი იოგურტი დანამატების გარეშე
შუადღე: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: სალათი (წითელი კომბოსტო, ზეითუნის ზეთი და ოხრახუში) 1 ნაჭერი ქატოს პური, 2 კივი და ერთი ჭიქა ჩაი

მეშვიდე დღე

საუზმე: მოხარშული კვერცხი, ყველი (100 გრ), ჩაი ან ყავა
სადილი: სტაფილოს და კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით და ლიმნის წვენით, შემწვარი სოკო (100 გრამი) და მოხარშული ბრინჯი (100 გრამი). 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
შუადღე: წვენი ან მცენარეული ჩაი; ქათმის, ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის ბულიონი.
ვახშამი: კრაბის ჩხირები (50 გრამი), ლიმონის წვენით, ჩაშუშული ძროხის ღვიძლი (150 გრამი) და ერთი ჭიქა რძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥