რძის მონოდიეტა დაჟინებული და მიზანდასახული ადამიანებისათვის

ეს დიეტა დაჟინებული და მიზანდასახული ადამიანებისთვისაა!

ასევე რძის მოყვარულთათვის, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ამ რაოდენობის რძის მიღება. დიეტა გრძელდება 1 კვირა და საკვებ რაციონში შედის მხოლოდ რძე. დიეტის ეფექტისათვის აუცილებელია დავიცვათ რძის მიღების განრიგი და დრო.

დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე ჩვენ უნდა დავლიოთ:

1 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ ორ საათში

2 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ საათ ნახევარში

3 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ ერთ საათში

4 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ ნახევარ საათში.

დიეტის დასრულება უნდა მოხდეს ნელ-ნელა. დიეტის დასრულების მეორე და მესამე დღეს (დაწყებიდან 8 და 9 დღეს) აუცილებელია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ ერთი ჭიქა რძე ყოველ ორ საათში, საუზმეზე კი ბოსტნეულის სალათები მივირთვათ.

10 დღეს შეგვიძლია ნელნელა მივიღოთ ჩვეული საკვები.

თუ ცოტა ფიზიკურ დატვირთვასაც დაუმატებთ – თქვენ საკუთარ სხეულს ვერ იცნობთ !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *