განტვირთვის დღეები უკეთესია შაბათ – კვირას მოვაწყოთ,მოვუმატოთ ფიზიკურ დატვირთვას და კარგად გამოვიძინოთ.
გასახდომი განტვირთვის დღეები – ეს არის ორგანიზმის ერთგვარი გამოცოცხლება, კვების ზიგზაგი რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500 – 800 გრამს!
მაგალითად ადვილად გადასაგორებელია ხილ-ბოსტნეულის განტვირთვის დღეები, რადგან გეუფლებათ საკმარისი საკვების მიღების შეგრძნება, როგორც შედეგი კი რეფლექსურად ითრგუნება კვების ცენტრი.
ცილოვანი საკვების კი აჩქარებს ცხიმებისა და ნახშირყლების ათვისებას და შესაბამისად ადვილად გადაიტანება.
გასახდომი განტვირთვის დღეები იყოფა რამოდენიმე ნაწილად:
ცილოვანი დღეები: კეფირი, ხაჭო, ხორცი, თევზი. ცხიმოვანი დღეები: არაჟანი და ნაღები. ნახშირწყლების დღეები: წიწიბურა, ბრინჯი, ვაშლი, კიტრი, საზამთრო და შოკოლადიც კი!
თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული განტვირთვის დღე თქვენივე გემოვნებით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – თქვენ შეგიძლიათ გაამეოროთ თქვენი არჩეული განტვირთვის დღეები, როდესაც ის შედეგს გამოირებს!
თუ თქვენ გინდათ უფრო სწრაფად დაიკლოთ წონაში, გირჩევთ რომ ჯერ გააკეთოთ ხორცის განტვირთვის დღე, შემდეგ კი ბოსტნეულის, კეფირის ან არაჟნის დღე. ამ შემთვევაში თქვენ ამ ორ დღეში დაიკლებთ 2 – 2,5 კილოს.
სანამ განტვირთვის დღეებს ავირჩევთ და შევასრულებთ, უნდა გვახსოვდეს შემდეგი:
განტვირთვის დღეები ეწინააღმდეგება ბალანსირებული დიეტის პრინციპს, ასე რომ განტვირთვის დღეების დაცვა შეიძლება კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.
ახლა კი შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეებს.
ხორცის განტვირთვის დღე – ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი:
1. უცხიმო და უმარილო 400 გრ მოხარშული ხორცი, გავყოთ ოთხ პორციად და თითო
პორცია მივირთვათ ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად (კარტოფილის გარდა). გარდა ამისა ამ დღეს სასურველია საუზმეზე და ვახშამზე დავლიოთ უშაქრო ჩაი.
2. 200 – 250გრ უმარილო მოხარშული ხორცი მივირთვათ უშაქრო ჩაისთან
და ნებისმიერ წვენთან ერთად. ეს შეგვიძლია გავიმეოროთ დღეში 5 – 6 ჯერ.
ხორცი შეგვიძლია ასევე მოვამზადოთ ღუმელში სანელებლებით.
ბოსტნეულის მოყვარულთათვის არსებობს
ბოსტნეულის განტვითვის დღე, თითო ბოსტნეულის დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 1,2 – 1,8 კილო ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).
საკვების მიღება შეგვიძლია დღეში 6 ჯერ, ასევე შემოგთავაზებთ რამოდენიმე სალათს ბოსტნეულის დღისათვის:
ვინეგრეტი: სალათის თასში ჩავხეხოთ 100 გრ ყველი და 100 გრ მოხარშული ჭარხალი, 100 გრ უმი სტაფილო, ორი კოვზი ბარდა (გაროხი), 50 გრ მწვანე ხახვი, 1 – 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, აურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, მოვასხათ 1 – 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ლიმნის წვენი (ან ძმარი)
კომბოსტოს სალათი: წვრილად დაჭრილი 400 გრ კომბოსტოს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში (სიმწარის ამოსაღებად), შემდეგ გადავასხათ წყალი, ცოტა მარილი მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი ან ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ შაქარი გემოვნებით.
ტკბილი სალათი: გავხეხოთ სტაფილო, ვაშლი და ნიახური. დავუმატოთ ქიშმიში და ცოტა თაფლი. შეგვიძლია სურვილისამებრ დაამატოთ წვეთი მცენარეული ზეთი.
ბოსტნეულის განტვირთვის დღე ასევე მიეკუთვნება ნახშირყლების განტვირთვის დღეებს.
არაჟნის განტვირთვის დღე:
არაჟნის დღეს 20 – 30% ცხიმიანი, 80 გრ არაჟანი შეგვიძლია მივირთვათ დღეში 5 ჯერ.
ასევე 1 – 2 ჭიქა ასკილის ბულიონი.
კიტრის განტვირთვის დღე:
კილო ნახევარი კიტრი (დაახლოებით 15 – 20 ცალი) გავყოთ 5 პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.
ვახშამზე შეგვიძლია მივირთვათ 50გრ მოხარშული ხორცი ან ერთი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ჩაისთან ერთად. კიტრის განტვირთვის დღე სხვათაშორის მიეკუთვება ნახშირწყლების განტვირთვის დღეს. ყოველი 100 გრამი კიტრი, შეიცავს ცილების 0,8 გრ-ს, ცხიმების 0,1 გრ-ს, ნახშირწყლების 3მ-ს და 15 კალორიას.
რძის განტვირთვის დღე:
დღის განმავლობაში 6 – 8 ჯერ უნდა დავლიოთ 1-1,5 ლ რძე.
კეფირის განტვირთვის დღე:
დღეში 5 – ჯერ დავლიოთ 1 – 1,5 კეფირი.
შეგვიძლია მივაყოლოთ ნებისმიერი ტკბილი ხილი და ბოსტნეული. ასევე მოამზადეთ კეფირ-ხილის კოკტეილი და კეფირის დღე გახდება თქვენთვის საყვარელი განტვირთვის დღე? შეგვიძლია შემოგთავაზოთ კეფირის კოკტეილი.
ხაჭოს განტვირთვის დღე:
ხაჭოს მოყვარულებს შეგვიძლია შემოგთავაზოთ 3 ვარიანტი:
– უცხიმო 400 გრ ხაჭო დაყოფილია ოთხ ეტაპად.შეგვიძლია შევურიოთ 1 – 2 ჩაის კოვზი ხორბლის ქატო ან მივირთვათ თაფლთან, ხილთან, კენკრასთან და ბოსტნეულთან ერთად. საუზმისა – და ვახშმის დროს რეკომენრებულია ასკილის ბულიონი.
– დღეში 5 ჯერ 1 ჭიქა რძე და 60გრ 9% ცხიმიანი ხაჭო.
– დღეში 5 ჯერ 1 ჭიქა კეფირი და 500 გრ უცხიმო ხაჭო.
სალათების განტვირთვის დღე:
გამოიყენეთ ახალი ბოსტნეული, ხილი და მათი კომბინაციები 5 – ჯერ დღეში 250 – 300 გრ. შეგიძლიათ დაამატოთ მცენარეული ზეთი ან არაჟანი.
შერეული განტვირთვის დღე:
დღეს გადაანაწილეთ 4 პორციაზე 6 ჭიქა რძე, მოხარშული 350 გრ ხორცი და 50 – 60 გრ ბოსტნეული.
მოხარშული ხორცი შეგვიძლია შევცვალოთ მოხარშული თევზით.
როდესაც სახლში არაფერია კარტოფილის გარდა, მოიწყეთ
კარტოფილის განტვირთვის დღე:
500 გრ კარტოფილი კარგად გავრეცხოთ კანიანად და მოვხარშოთ.
ან გავჭრათ სიგრძეზე და მაღალ ტემპერატურაზე შევდოთ ღუმეში 20 – 25 წუთი (კანით ქვევით, უმარილოდ და უზეთოდ)
500 გრ კარტოფილი გავყოთ ოთხ პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.
გარდა ამისა რეკომენდირებულია 2 ჭიქა ასკილი.
ჩაის განტვირთვის დღეებში უკეთესია გამოვიყენოთ მწვანე ჩაი.
მას აქვს თვისება: მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს წონის კლებას. დიეტოლოგები თვლიან, რომ ორი ჭიქა მწვანე ჩაი უშაქროდ დღეში წვავს 80 კალორიას. მწვანე ჩაი აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ხელს უწყობს ღვიძლის და თირკმლის მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და უმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
ასე რომ! ჩაის დამახდუნებელი განტვირთვის დღე, არ ქინება ცუდი ჩვენი ორგანიზმის გასაწმენდად.
ჩაი შეგვიძლია ვსვათ მთელი დღე, დღის განმავლობაში კი ჩაისთან ერთად უნდა დავლიოთ 2ლ წყალი. მწვანე ჩაი მდიდარია ცილებით და იძლევა დანაყრების განცდას, რაც განასხვავებს მას წყლის განტვირთვის დღისგან.
ბრინჯის განტვირთვის დღე:
- ბრინჯი – 50გრ
- შაქარი – 120 გრ
- ხილი – 1.5 კგმოვხარშოთ ახალი ან ხმელი ხილის კომპოტი და დავლიოთ ერთი ჭიქა 6 – ჯერ დღეში. დღეში ორჯერ, ტკბილ კომპოტს მივაყოლოთ უმარილო ბრინჯის ფაფა.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)