პოლონური დიეტა მრავალფეროვანია, მათ შორის ბევრი ხილი და ბოსტნეულია, და რაც მთავარია, არ ახლავს შიმშილის მუდმივი გრძნობა.
დღეში სასურველია მივიღოთ არაუმეტეს სამი ოთხი ჭიქა სითხე (მათ შორის, სუპები, წვენი, ყავა, ჩაი).
მენიუ A და მენიუ B უნდა გამოვიყენით დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში, რომელიც იქნება მაქსიმალური წონის დაკარგვის მიზეზი.
დიეტა გრძელდება 4 კვირა.
პირველი კვირა
მენიუ A
საუზმე: ერთი ჭიქა თბილი რძე და 1 ჩაის კოვზი თაფლი, სუხარი
მე – 2 საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი სერი პური, თხელი ფენა კარაქი, სალათის ფოთლები ან სხვა მწვანილი
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი(მჭლე ხორცი (100 გრ), 2-3 კარტოფილი) ხილის სალათი შაქრით და ლიმონის წვენით.
შუადღე: 2 პომიდორი ან ერთი ჭიქა ტომატის წვენი, ტოსტი ან სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი, 2 ნაჭერი პური და კარაქის თხელი ფენით და ოხრახუშით.
მენიუ B
საუზმე: ჭიქა ჩაი უშაქროდ, ერთი ნაჭერი შავი პური ოხრახუშთან ერთად .
მე – 2 საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი, ერთი ნაჭერი შავი პური, ოდნავ დამარილებული
სადილი: წვნიანი (მოხარშული თევზი (100 გრ), 2-3 კარტოფილი, ოხრახუში) მწვანე სალათა.
შუადღე: ხილის წვენი (1 ჭიქა) ტორტი ან ფუნთუშა.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, 2 ნაჭერი პური თაფლით.
მეორე კვირა
მენიუ A
საუზმე: 1 ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენი, ერთი სუხარი
მე – 2 საუზმე: ერთი ნაჭერი შავი პური, ცოტა კარაქი და ყველით , ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ.
სადილი: ვეგეტარიანული სუპი, ქათმის კოტლეტი, სტაფილოს სალათი
შუადღე: ხილი, ფუნთუშა.
ვახშამი: ერთი ჭიქა იოგურტი, სუხარი ჯემით.
მენიუ B
საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი, 1 ნაჭერი შავი პური თაფლით.
მე – 2 საუზმე: 2 ნაჭერი პური, ხორცი (100 გრ), 2 პომიდორი, ჭიქა ჩაი უშაქროდ.
სადილი: წვნიანი, (მოხარშული თევზი (100 გრ), 2 კარტოფილი) მწვანე სალათა.
შუადღე: იოგურტი,სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი უცხიმო ყველი, ბოლოკი.
მესამე კვირა
მენიუ A
საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა, ერთი ნაჭერი შავი პური თაფლით.
მე – 2 საუზმე: იოგურტი, ერთი ნაჭერი შავი პური კარაქით, მოხარშული კვერცხი
სადილი: სოკოს წვნიანი, სტეიკი ან კოტლეტი, სალათი, ერთი ჭიქა წვენი.
შუადღე: ხილი, შავი პური.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, ფუნთუშა, ყველი (100 გრ).
მენიუ B
საუზმე: ჭიქა რძე თაფლი, პური.
მე – 2 საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი პური, მჭლე ძეხვი (50 გ), 2 პომიდორი.
სადილი: წვნიანი, ჩაშუშული სოკო და ბოსტნეული, 2 გამომცხვარი ვაშლი.
შუადღე: ხილი, სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი, პური და თევზი (100 გრ), ვაშლი.
მეოთხე კვირა
მენიუ A
საუზმე: ჭიქა ჩაი, სუხარი თაფლით.
მე – 2 საუზმე: 2 ნაჭერი პური კარაქით და უცხიმო ყველით (50 გ), 2 ვაშლი.
სადილი: წვნიანი, ქათამი (200 გრ), ბოსტნეული მწვანე სალათი
შუადღე: სტაფილოს წვენი,სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი, ფუნთუშები
მენიუ B
საუზმე: ჭიქა რძე, ჭვავის პური და კარაქი.
მე – 2 საუზმე: მოხარშული კვერცხი, პური, კარაქი (20 გრ), ჩაი, ვაშლი.
სადილი: ერთი ჭიქა უცხიმო ბულიონი (ლობიო, პომიდორი, ორი მოხარშული კარტოფილი, ოხრახუში) ვაშლი.
შუადღე: იოგურტი, სუხარი
ვახშამი: ბოლოკი, 2 ბუტერბროდი პაშტეტით.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)