დუკანის 7 დღიანი დიეტა – იკლებთ 1,5 კგ – დან 4 კგ – მდე. რაც მთავარია არ შიმშილობთ. არ არის შეზღუდული დღის განმავლობაში საკვების რაოდენობა და მიღების დრო – შეგიძლიათ ჭამოთ რამდენიც მოგინდებათ და როცა მოგინდებათ, ოღონდ, ცხადია, იმ დღის პროდუქტი. დიეტა თანაბრად ეფექტურია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.
დიეტის დაცვისას აუცილებელი პირობებია:
– დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა
– შვრიის ქატოს მიღება – დღეში კოვზნახევარი (შეიძლება მიიღოთ როგორც ფაფის სახით, ასევე პურად გამომცხვარი)
ყავა და ჩაი შეგიძლიათ დალიოთ უშაქროდ ან ხელოვნური დამატკბობელით.
დღე პირველი:
მიიღეთ დაბალი ცხიმის შემცველი ცილოვანი საკვები: რძე, მაწონი, ხაჭო; ქათმის,ძროხის,ინდაურის ხორცი. თევზი, კვერცხი.
იარეთ 10 წუთი ფეხით.
დღე მეორე:
პირველ დღეს ნებადართული პროდუქტებიდან ნებისმიერი; + ბოსტნეული (არტიშოკი, სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, ყველა სახეობის კომბოსტო (ყვავილოვანი,წითელი,ბრიუსელის), სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, პალმის გული, სოკო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, ყველა სახის მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, ვარდკაჭაჭა, რომაული სალათი, თალგამი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი.)
იარეთ ფეხით 12 წუთი.
დღე მესამე:
პირველ და მეორე დღეს ნებადართული პროდუქტები + ხილი.
ხილი შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ 2 ცალი დღეში, ბანანის, ყურძნის და ალუბლის გარდა.
იარეთ ფეხით 14 წუთი.
დღე მეოთხე:
პირველ სამ დღეს ნებადართული პროდუქტები;
მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური. მხოლოდ ორი ნაჭერი დღეში.
იარეთ 16 წუთი ფეხით.
დღე მეხუთე:
პირველ ოთხ დღეს ნებადართული პროდუქტები
40 გრამი ყველი.
იარეთ ფეხით 18 წუთი.
დღე მეექვსე:
ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა მაკარონი, ბარდა, ბრინჯი და სხვა.
იარეთ ფეხით 20 წუთი.
დღე მეშვიდე:
ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სადღესასწაულო სადილი: აპეტაიზერი, მთავარი კერძი, დესერტი – საშუალო ულუფები.
ასევე ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
იარეთ ფეხით 20 წუთი.
დუკანის 7 დღიანი დიეტა – მეშვიდე დღის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ თავიდან, ან თუ სასურველ წონას მიაღწიეთ, წონის შენარჩუნებისთვის გადადით ცილოვანი დიეტის მესამე საფეხურზე. იხილეთ: მესამე ფაზა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)
დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
ვინ არის პიერ დუკანი? / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)