საქმიანი დიეტა არის მათთვის ვისაც თითქმის არ აქვს თავისუფალი დრო და აქედან გამომდინარე ჯანმრთელი კვების კონტროლი უჭირთ. ეს დიეტა ერთ კვირიანია და წონაში 4 – 5 კილოგრამს დაგაკლებინებთ.
აირჩიეთ შემოტავასებული ვარიანტებიდან ერთერთი.
მითითებები:
1) საუზმე:
ა) 30 გრ სიმინდის ფანტელები (მზა საუზმე) რძით.
ბ) გახუხული პურის ერთი ნაჭერი, ერთი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი,
გ) ბანანის სენდვიჩი: ცეხვილი პურის ორი ნაჭერი, ერთი დაჭრილი ბანანი, ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი ან კეფირი ან უმარილო ყველი.
2) სადილი:
ა) ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი 50 გრ მოხარშული ქათამით მჟავე კიტრით, 25 გრამი ყველით, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზით, ცოტაოდენი მწვანილით და კიტრით.
ბ) 200 გრამი მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა, ერთი ფინჯანი დიეტური იოგურტი ან უცხიმო კეფირი, 125 გრამი მოხარშული ლობიო და 25 გრამი ყველი.
3) ვახშამი:
ა) რაიმე დაბალკალორიული კერძი, ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა.
ბ) 150 გრამი მოხარშული ქათამი ან უკეთესია ინდაური, 75 გრამი შემწვარი კარტოფილი ან 125 გრამი კანიანად მოხარშული კარტოფილი, ცოცხალი ბოსტნეული ნებისმიერი და შეუზღუდავი რაოდენობით.
გ) 75 გრამი სპაგეტი დაკონსერვებული პომიდვრის სოუსით და 75 გრამი კრევეტები ან 100 გრამი მოხარშული ქათამი, ან 75 გრამი უცხიმო ლორი, ბოსტნეულის ან ხილის სალათა.
ინგრედიენტები:
კარტოფილი
იოგურტი
ბოსტნეული
ყველი
პური
ქათამის ხორცი
ლორი
ინდაურის ხორცი
კრევეტები
პომიდორი
მაიონეზი
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)