უმარილო დიეტის ხანგძლივობა 2 კვირაა და 7 – 10 კილოგრამამდე დაიკლებთ


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

მარილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგრამ არა იმ რაოდენობით, რამდენას ჩვენ ჩვეულებრივ ვიღებთ. ამ დიეტის ხანგძლივობა 2 კვირაა და 7 – 10 კილოგრამამდე დაიკლებთ. დღის განმავლობაში 5 – 6 ჯერ უნდა მივიღოთ საკვები.

მითითებები:
1) საუზმე:
მშვრიის ფაფა მოხარშული წყალზე, მსხალი, ჩაი.
მეორე საუზმე:
ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.
სადილი:
ქათმის ფილე, ბოსტნეულის სალათი ლიმნის წვენით, მინერალური წყალი.
სამხარი:
ორი ჭვავის პურის ნაჭერი კიტრით და სალათის ფურცლებით.
ვახშამი:
უცხიმო ხაჭო დარიჩინით, ჩაი.

2) საუზმე:
ორი კვერცხის ომლეტი შეზავებული სუნელებით, ყავა რძით.
მეორე საუზმე:
ვაშლი.
სადილი:
ისპანახი ნიგვზით და სპაგეტი „პრიმავერა“ (ბროკოლი, პომიდორი, სოკო, ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო).
სამხარი:
ერთი ჭიქა ტომატის წვენი (უმარილო).
ვახშამი:
მოთუშული საქონლის ან ხბოს ხორცი, მწვანე ბარდა.

3) საუზმე:
წიწიბურას ფქვილის ბლინები გარგრის ჯემით, ჩაი.
მეორე საუზმე:
ნატურალური იოგურტი და კიტრის სალათი.
სადილი:
შემწვარი ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სალათი.
სამხარი:
პომიდვრის სალათი მწვანილებით.
ვახშამი:
ბოსტნეულის წვნიანი.

4) საუზმე:
ჭვავის პურის ტოსტები, შავი ქლიავის ჩირი, იოგურტი.
მეორე საუზმე:
კეფირი, ვაშლი.
სადილი:
ბრინჯი ქათმის ნაჭრებით.
სამხარი:
სტაფილოს წვენი.
ვახშამი:
ზღვის პროდუქტების სალათი.

5) საუზმე:
ორი მოხარშული კვერცხი და ისპანახი.
მეორე საუზმე:
უცხიმო კეფირი და ერთი ჭიქა კენკრა.
სადილი:
თევზი და ბოსტნეულის სალათი.
სამხარი:
ერთი მუჭა ნიგოზი.
ვახშამი:
თევზი და ბოსტნეული.

6) საზუმე:
შვრიის ფაფა (რძეზე მოხარშული) თაფლით და ჟოლოთი, ყავა.
მეორე საუზმე:
ყავა და პატარა ფუნთუშა.
სადილი:
ქათმის მწვადი (კეფირის მარინადში).
სამხარი:
კიტრის, პომიდვრის და მწვანილებისგან დამზადებული სალათი.
ვახშამი:
მოთუშული ბოსტნეული და იოგურტი.

7) საუზმე:
ჭვავის ხრაშუნა პური უცხიმო ყველით, ყურძენი.
მეორე საუზმე:
ქატო იოგურტით.
სადილი:
გოგრის წვნიანი (კრემ – სუპი), კარტოფილის სალათი და თევზი.
სამხარი:
ცოტაოდენი გარგრის ჩირი და თხილი.
ვახშამი:
ქათმის ფილე დამზადებული გრილზე, ბოსტნეულის სალათი.

ინგრედიენტები:
შვრიიის ფაფა
მსხალი
კიტრი
სალათის ფურცლები
ქათმის ფილე
მინერალური წყალი
ხორცი
ტომატის წვენი
სტაფილოს წვენი
პომიდორი
თევზი
ნიგოზი
თხილი
კარტოფილის სალათა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥