ათდღიანი დეტოქს – დიეტით თქვენ დაიკლებთ 6 კილოს და გაიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან.
დეტოქსი – კვების ის მეთოდია, რომელიც ორგანიზმს აძლევს ბუნებრივი მეთოდებით გაიწმენდის საშუალებას. დიეტის შემდეგ თქვენ არამარტო წონას დაიკლებთ, არამედ მოგემატებათ ენერგიულობა.
დიეტის დროს გამორიცხულია:
კონსერვები, მზა კერძები და ნახევრად ფაბრიკატები, შაქარი და ტკბილეული, მარგარინი, კარაქი და მდნარი ყველი (და საერთოდ ყველა პროდუქცია, რომელიც შეიცავს პალმის ზეთს). ასევე იკრძალება შემწვარი საკვები.
ნებადართულია:
ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ყველი და კვერცხი, არაუმეტეს 150 გრამისა და ასევე აუცილებლად მოხარშული!
პროცესის დასაჩქარებლად ძილის წინ დალიეთ ქლიავის ნაყენი (5 ცალი 1 ჭიქაზე), ხოლო დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 ლ წყალი.
შეიძლება დეტოქს – დიეტის დროს იგრძნოთ სისუსტე, ამის თავიდან აცილებისთვის კი მივიღოთ ვიტამინები!
არის კოქტეილის დეტოქს დიეტაც.
კოქტეილს ვსვამთ დღეში 5 ჯერ და დღის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული.
კოქტეილის მომზადების წესი მარტვია, ვაბლენდერებთ ჩვენთვის სასურველ ხილს ან ბოსტნეულს, ვამატებთ რამოდენიმე მცენარეული ზეთის წვეთს, სელის თესლის და ქატოს რამოდენიმე კოვზს. (სასურველია შვრიის ქატო, სელის თესლი და ასევე შვრიის ქატო შეგვიძლია შევიძინოთ აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში)
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვა კოქტეილებიც:
ვაშლი, სტაფილო, ნიახური და პატარა იმბირის ბაჭრები;
კივი, მწვანე ვაშლი და პიტნა;
ნიახური, კიტრი და პიტნა;
ნიახური, წითელი ვაშლი, სტაფილო და დაფქვილი წითელი წიწაკა.
დეტოქს დიეტის დროს გახდომის გარდა სილამაზეზეც თუ ვიზრუნებთ უკეთესია.
თუ თქვენ გაქვთ სახის კანის პრობლემა, როგორიცაა გამონაყარი, აკნე, შავი წერტილები, გაფართოებული ფორები, მოიმზადეთ თქვენთვის სილამაზის კოქტეილი:
კოქტეილი დალიეთ დილაობით 10 დღის განმავლობაში, თუკი თქვენ აკნეს გამძაფრებული პრობლემა გაქვთ შეგიძლიათ დალიოთ ასევე საღამოობით და ძილის წინ.
ათდღიანი დეტოქს – დიეტა
1 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩავწუროთ ნახევარი ლიმონი
საუზმე: იმბირის ჩაი და ერთი ნაჭერი ქატოს პური.
სადილი: 200 გრამი ბრინჯი ბოსტნეულით
შუადღე: 1 ცალი მწვანე ვაშლი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრ ბოსტნეული
ძილის წინ ერთი ჭიქა ქლიავის ნაყენი.
2 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩავწუროთ ნახევარი ლიმონი და ერთი კოვზი თაფლი.
საუზმე: პიტნის ჩაი ლიმნით, ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით.
სადილი: 300 გრამი წვნიანი ბოსტნეულის პიურე
შუადღე: 1 ცალი ფორთოხალი
ვახშამი: 2 ნაჭერი ყველი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით.
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
3 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
საუზმე: გვირილის ჩაი, 150 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ვაშლი.
სადილი: 300 მლ მწვანე ბორში
შუადღე: 1 გრეიფრუტი.
ვახშამი: 200 გრ ცხიმიანი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი.
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
4 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი
საუზმე: იმბირის ჩაი, ნებისმიერი დამარილებული მუჭა თხილი, 100 გრამი ხილის სალათი.
სადილი: 300 მლ ბოსტნეულის სუპ-პიურე.
შუადღე: 5-7 ნუშის ბირთვი.
ვახშამი: 150გ მოხარშული თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით.
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
5 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
საუზმე: გვირილის ჩაი, 150 გრამი უცხიმო ხაჭო, ნახევარი გრეიფრუტი ან ფორთოხალი ერთი
სადილი: 300 მლ ბოსტნეულის სუფ-პიურე
შუადღე: 2 ცალი კივი
ვახშამი: 200 გრ მოხარშული ცხიმიანი თევზი და ბოსტნეულის სალათი
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
6 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი
საუზმე: პიტნის ჩაი, 200 გრამი ხილის სალათი.
სადილი: 200 გრამი ბრინჯი ბოსტნეული
შუადღე: 1 უცხიმო იოგურტი
ვახშამი: 200 გრ მოხარშული ქათამი, კომბოსტოს და კიტრის სალათი
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
7 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი, 1 ჭიქა ვაშლის და სტაფილოს წვენი (სასურველია თქვენით მოამზადოთ)
საუზმე: იმბირის ჩაი ლიმნით, ქატოს პურის ნაჭერი, ნახევარ ავოკადოსთან და ნახევარ პომიდორთან ერთად
სადილი: 300 მლ ბოსტნეულის წვნიანი.
შუადღე: 1 ჭიქა გამოწურული ხილი
ვახშამი: 350 გრ ბოსტნეული, ორთქლზე.
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
8 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი, 1 ჭიქა ვაშლის და სტაფილოს წვენი (სასურველია თქვენით მოამზადოთ)
საუზმე: სალათი ( კომბოსტო, სტაფილო, ლიმნის წვენი და მცენარეული ზეთი )
სადილი: 300 გრამი ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი.
შუადღე: პიტნის, კივის და მწვანე ვაშლის კოკტეილი
ვახშამი: 350 გრ მოხარშული ბარდა, ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო.
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
9 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩაწურული ნახევარი ლიმონი
საუზმე: კიტრის სალათი, უცხიმო ხაჭო და მწვანილი.
სადილი: 300 მლ მწვანე ბორში
შუადღე: 1 ცალი გრეიფრუტი.
ვახშამი: 150 გ მოხარშული თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით.
ძილის წინ ქლიავის ნაყენი.
10 დღე:
უზმოზე დავლიოთ: ადუღებულ წყალში ჩავწუროთ ნახევარი ლიმონი
საუზმე: იმბირის ჩაი და ერთი ნაჭერი ქატოს პური.
სადილი: 200 გრამი ბრინჯი ბოსტნეულით
შუადღე: 1 ცალი მწვანე ვაშლი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრ ბოსტნეული
ძილის წინ ერთი ჭიქა ქლიავის ნაყენი.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)