პიერ დუკანის ბლინები


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი 0% რძე
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 2 სუფრის კოვზი ხაჭო 0%
– 2 სუფრის კოვზი (20 გრ) სიმინდის სახამებელი
– სახარინი გემოვნებით
– ვანილი
– 1 სუფრის კოვზი (15 მლ) მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები თასში დავამატოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი, ხაჭო, სიმინდის სახამებელი, სახარინი და ვანილი (თითქმის ყველაფერი გარდა მდუღარე წყლისა).
თასში მოთავსებული ინგრედიენტები ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
შემდეგ მორევის დროს დავუმატოთ მდუღარე წყალი.

ტაფაზე (უმჯობესია პატარა) დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ ბლინის მასა და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥