მზის სხივი (დიაბეტური მენიუ)


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

საჭიროა:
1 ჭიქა ბრინჯი
1 ჭიქა რძე
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა კურაგა (გარგარის ჩირი)
2 სუფრის კოვზი ფრუქტოზა
1 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
გარეცხილი ბრინჯი მოხარშეთ წყალში (პროპორციით 1:2). 12-15 წუთის შემდეგ, როცა ბრინჯი მთელ წყალს შეიწოვს, დაამატეთ რძე, მარილი და ხარშეთ კიდევ 5 წუთს. მიღებული ფაფა გააცივეთ, დაუმატეთ ფრუქტოზა (1,5 სუფრის კოვზი), კვერცხის გული, აურიეთ, ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოაყარეთ დაკეპილი გარგარის ჩირი, კვერცხის ცილისა და დარჩენილი ფრუქტოზისგან ათქვიფეთ ბეზე და გადაუსვით. შედგით ცხელ ღუმელში 15 წუთით. რომ გაცივდება, დაჭერით და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥