სუხიშვილების დიეტა (სრული ვერსია)


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

სუხიშვილების დიეტა საქართველში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა. მისი პოპულარობა განპირობებულია მისი დიდი ეფექტურობით და ძალიან სწრაფი წონის კლებით.

თუმცა სუხიშვილებს აქვთ ორი დიეტა, უფროსი თაობისა და ახალი თობის დიეტა.

შემდეგში ორივე თაობის დიეტას აგიხსნი და არჩევანი შენზე იყოს.

უფროსი თაობის დიეტა

დავიწყოთ ძველი თობის დიეტით, რომლებაც ჰქონდათ 9 დღიანი დიეტა. პირობითად ამ დიეტით შეგიძლია 7 კილოგრამამდე დაიკლო და მიაღწიო სასურველ შედეგს.

9 დღიანი დიეტა

ცხრა დღიანი დიეტა იყოფა სამ ნაწილად, თვითო ნაწილი განსაზღვრის სამ დღეს:

– პირველი სამი დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. მინერალური წყალი დღეში. შენზეა დამოკიდებული თუ როგორ გადაანაწილებ არაჟანსა და წყალს, თუნცა გირჩევ ეს საკვები გადაანაწილო სამ ნაწილად და მიიღო საუზმის, სადილის და ვახშმის დროს.
– მე – 4, მე – 5 და მე – 6 დღეები: შეგიძლია მიირთვა 1,5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. მინერალური წყალი დღეში. ამ შემთხვევაშიც შეგიძლია ბოსტნეული გადაანაწილო სამ ნაწილად.
– მე – 7, მე – 8 და მე – 9 დღეები: მესამე ფაზაში გადავდივართ ხილხე. უნდა მიირთვა 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ. მინერალური წყალი; თუმცა უნდა გამოვრიცხოთ ბანანი, ყურძენი და ლეღვი, მათი დიდი კალორიულობის გამო. ამ შემთხვევაშიც რეკომენდირებულია ხილის სამ ნაწილად გადანაწილება.
სუხიშვილების დიეტის განრიგი

 

ახალი თაობის დიეტა

ახალი თობის სუხიშვილების დიეტა უფრო ხანმოკლე და ინტენსიურია, თუმცა ეფექტური. ეს დიეტა 3 დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა შეგიძლიათ გააგრძელოთ 6 დღემდე.

სუხიშვილების დიეტა (3 დღიანი)

ამ დიეტას ასევე უწოდებენ სუხიშვილების კოქტეილის დიეტას, რადგან სამი დღის განმავლობაში უნდა მიიღო შემდეგი ინგრენდიენტების ნაზავი:

– მაწონი 0,5 ლ;
– ხსნადი ყავა 1 ს/კ;
– თაფლი 1 ს/კ;
– არაყი ან კონიაკი 1 ს/კ;
გადაურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს და მიიღეთ მთელი დღის მანძილზე მინიმუმ 3 დღის და მაქსიმუმ 6 დღის განმავლობაში.

სუხიშვილების დიეტა ეფექტურია?

როგორც უკვე ვთქვი, სუხიშვილების დიეტა გამოირჩევა მისი ეფექტურობით. ეს შედეგები დამტკიცდა ბევრი პოპულარული ადამიანის სწრაფი წონის კლებით.

სუხიშვილების დიეტა ჯანსაღია?

დიეტას როდესაც ვიცავთ ხშირ შემთხვევაში ჩვენი მიზანია წონაში დაკლება და სწრაფი შედეგი, თუმზა არ ვაკვირდებით ის ჯანსაღია თუ არა.

ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ რომ სუხიშვილების დიეტა არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან სწრაფი წონის კლება და კალორიების რაოდენობის კონცენტრაცია მხოლოდ ერთი ტიპის საკვებში არ არის სასარგებლო.

ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა: Energy Diet

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥