მარილი თუ უძილობა


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

შესივებული და ჩაშავებული თვალები უსიამოვნებაა, რომელსაც ასაკის მიუხედავად ყველა შევეჯახებით. თუ თვალები შეგისივდათ, მიზეზი უნდა გაიგოთ და შემდეგ მიიღოთ ზომები. დააკვირდით თქვენს თავს და შეეცადეთ გამოარკვიოთ, რატომ გისივდებათ თვალები.

შესივების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მარილიანი კერძებისადმი სიყვარული გახლავთ – ვგულისხმობთ არა მარტო მწნილებს. მარილი საკმარისად აქვს ჩვეულებრივ პროდუქტებს და მათი გადამლაშება რეკომენდებული არ არის.

თუკი თვალები ბავშვობისა და მოზარდობის ასაკიდან გისივდებათ, მაშინ ეს მემკვიდრეობითია
და უჯრედოვანის გაფართოებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ახალგაზრდობიდანვე სისტემატურად უნდა მოუაროთ ქუთუთოების კანს და ყურადღება მიაქციოთ კანის ტონუსს.

თვალების შესივება გარანტირებულია, თუკი ხშირად გიწევთ ქეიფი და ღამისთევა. ამ მიზეზთა გამო, თვალებს ქვემოთ კანი მკვეთრად მუქდება.

კანის ტონუსის ასაკობრივი მკვეთრი ცვლა იწვევს ე.წ. პერეორბიტალური უჯრედოვანის თიაქარს, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

დაავადებები თვალების შესივების ცალკე ბლოკია. ჩვეულებრივ, ამ მოვლენას იწვევს თირკმლების დაავადება, ინფექციები, ასევე უჩვეულო ფორმით გამოხატული ალერგია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥