როგორ შევარჩიოთ ბალიში?

ალბათ ყველა ქალი ოცნებობს, რომ დილას მხნედ და თავის ტკივილის გარეშე გამოიღვიძოს. წინა დღის დაღლილობა, შეიძლება, მეორე დილამდე გაგყვეთ და დისკომფორტი შეგიქმნათ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, კარგად უნდა გამოიძინოთ, ამისთვის კი ბალიშის სწორად შერჩევაა საჭირო.

ის თქვენი ღამის ყველაზე ახლო მეგობარია და ამავე დროს მესაიდუმლეც.

ბალიშის სწორად შერჩევა არც ისე ადვილია. მისი ძირითადი ფუნქციაა კისრისა და ხერხემლის სწორი, ანატომიური ფორმის შენარჩუნება. ბალიშის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება მის ფორმას, სიმკვრივესა და ზომას უნდა მიაქციოთ.

ფორმა შეიძლება
იყოს კვადრატული, სამკუთხედის ან თუნდაც მრგვალი. ყველაზე გავრცელებული მაინც კვადრატული ფორმაა. ასეთი ბალიშები არაჩვეულებრივად იჭერს კისერს, თავსა და მხრებს ძილის დროს.

არსებობს ორთოპედიული ბალიშები, რომლებიც ძალიან ეფექტურია და დადებითად მოქმედებს ადამიანზე, თუმცა თუ ძილთან დაკავშირებით პრობლემები არ გაქვთ, მაშინ თავი შეიკავეთ მათი გამოყენებისგან.

მნიშვნელობა აქვს ბალიშის ხარისხს, ის აუცილებლად ნატურალური მასალისგან უნდა იყოს შეკერილი. ყველაზე გავრცელებულია ბუმბულისა და ბამბის ბალიშები. არც ერთი არ არის ცუდი და სურვილისამებრ შეგიძლიათ შეიძინოთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, ბამბა კომფორტულია, თუმცა ადვილად კარგავს ფორმას.

სპეციალისტები გვირჩევენ მატყლის ბალიშს, ის კომფორტულიცაა და ამავე დროს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა ასეთ ბალიშზე ძილი.

ბალიშის სტანდარტული ზომებია: სიგრძე – 40-დან 80 სანტიმეტრამდე, სიგანე – 30-დან 50 სანტიმეტრამდე. ყველაზე დიდი ბალიშის ზომები შეიძლება იყოს 80X80 სანტიმეტრი. თუ თქვენ დიდ ბალიშზე უფრო კომფორტულად გძინავთ, მაინც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი სიმაღლე მხრების სიგანეს არ უნდა აღემატებოდეს.

ასე, რომ გირჩევთ გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ ბალიშზე გძინავთ და შეიქმნათ კომფორტი ძილისთვის, მას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი ჯანმრთელობისათვის. მით უმეტეს თუ ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ.

ერთი შეხედვით პატარა ბალიშს შეუძლია იყოს თქვენი კომფორტული ძილის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *