ფაქტები მამაკაცებსა და ქალებზე

1. გამოკითხვების თანახმად (მსოფლიოს მასშტაბით), ახალდაქორწინებულების 22% ქორწინების დღიდან რამდენიმე კვირაში ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას.

2. ექსპერტების მტკიცებით, მამაკაცები, რომლებიც პოლიციაში განცხადებას აკეთებენ მეუღლეების დაკარგვის თაობაზე, ვერ იხსენებენ მათ გარეგნობას (თვალის ფერი, ვარცხნილობა, ტანსაცმელი), დიდი-დიდი თქვან მათი სიმაღლე და წონა. რაც შეეხება დაკარგულ ავტომობილს, ისინი დეტალებში აღწერენ მას.

3. მამაკაცები ძალიან თავდაჯერებული არსებები არიან. მათ სჯერათ, რომ ტევევიზორში თამაშის ნახვისას, თუ კარგად მოახდნენ კონცენტრაციას, შეძლებენ თავიანთ გუნდს დაეხმარონ.

4. მამაკაცებს უყვართ ისეთი ტელეფონები, რომლებსაც ბევრი კლავიში აქვს. ეს აძლევთ მათ შანსს, იფიქრონ, რომ ისინი მნიშვნელოვანი პირები არიან.

5. თუ მამაკაცმა თქვენთვის კერძი მოამზადა და ის 3-ზე მეტი პროდუქტისგან შედგება, მაშინ თამამად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მას სერიოზული მიზნები ამოძრავებს.

6. მამაკაცების 94% იტყუება, როდესაც მათი “სიამაყის” ზომაზეა საუბარი. პრეზერვატივების დამამზადებელი ორგანიზაციების განცხადებით მამაკაცების მხოლოდ 6% იყენებს XXL ზომას.

7. მამაკაცების 25% მზადაა მოიტყუოს, რათა საყვარელ ქალს არ ატკინოს გული (დედა, გული ამიჩუყდა).

8. მამაკაცები ყველაზე სექსუალურ პროფესიებად მიიჩნევენ სტიუარდესას მოდელს და მოცეკვავეს.

9. სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც მამაკაცი ცერა თითით ეყრდნობა ქამარს ან შარვლის ჯიბეს, მას უნდა საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიქცევა.

10. მამაკაცების 60% ამჯობინებს, რომ ინიციატორი ქალი იყოს.

11. მამაკაცებს უყვართ, როდესაც ქალი მათ ეკამათება.

12. გამოკითხვების მიხედვით, მამაკაცისთვის უფრო მიმზიდველია ნახევრად ჩაცმული ქალი, ვიდრე სრულიად შიშველი.

13. მამაკაცების 70%, როდესაც მათ დაოჯახებაზე ესაუბრებიან, თავს იმით იმართლებს, რომ მათ არ აქვთ საკუთარი სახლი.

14. მამაკაცების უმრავლესობა აღიარებს, რომ ერთხელ მაინც მოუტყუებია ქალი.

15. მათი 70% ამბობს, რომ პირველ სექსუალურ კავშირამდე საჭიროა რამდენიმე პაემანი (რამდენად ასრულებენ ამ სიტყვებს, ეს კიდევ ცალკე თემაა).

16. ფსიქოლოგების განმარტებით, თუ მამაკაცი მხარზე გეფერებათ, მაშინ ის თქვენგან სითბოს მოელის.

17. მამაკაცების 1/3-ს სჯერა ერთი ნახვით შეყვარების.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *