ნამდვილი ქალის საიდუმლოებანი როგორ შევიყვარო საკუთარი თავი?

საკუთარი თავის სიყვარული ყოველივე საწყისის საწყისია საკუთარი თავის შეყვარების უნარი და ისეთად მიღება, როგორიც სინამდვილეში ხარ, პირველი ნაბიჯია პიროვნული “მეს” გამყარებისკენ.

საუთარ თავზე შეყვარებული ქალები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. რატომ არის აუცილებელი გიყვარდეს საკუთარი თავი და როგორ იყო ჰარმონიაში “მეს”-თან? – ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ…

გამოიმუშავე თვითშეფასების სწორი ფორმა. იმისთვის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გრძნობა მოიპოვო, როგორიც საკუთარი თავის სიყვარულია, საკმარისია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. დაამსხვრიე ყველა მითი და ხშირად უმეორე საკუთარ თავს შემდეგი:

“მეც შემიძლია ხანდახან დავუშვა შეცდომები. რასაც მოვინდომებ, ყველაფერს

მივაღწევ. ყველაფრის მიუხედავად უფლება მაქვს ვიყო მხიარული და ბედნიერი,.”

ალბათ არა ერთხელ შეგიმჩნევია, რომ სუსტი და თვითკრიტიკული ადამიანები ძალიან იშვიათად იქებენ თავს. გამოდის, რომ ადამიანს რაღაცის გამო უყვარს საკუთარი თავი და არა ყველაფრით, მათ შორის ნაკლოვანებებით. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.

ნუ ეცდები ხელოვნურად აიმაღლო სტატუსი და დაიმსახურო სხვების ყურადღება. იმ ყველაფრითაც შეგიძლია გარშემომყოფთა სიყვარულის მოპოვება, რაც გაქვს. გჯეროდეს, რომ არაჩვეულებრივი ხარ.

შენი ფასი ზუსტად იმდენია, რამდენიც თავად დაადე საკუთარ თავს და არც ერთი თეთრით ნაკლები. ამიტომ, არ არის აუცილებელი სხვების შეფასება მიიღო ისე, როგორც უდავო. არავის შეუძლია შენი პიროვნული დეტალების ისე დანახვა, როგორც თავად.

“უნდა” და “მინდა”

შეეცადე სიტყვა “უნდა” “მინდათი” შეცვალო: “მე სამსახურში უნდა წავიდე” და “მე სამსახურში მინდა წასვლა, რათა ცხოვრება გამრავალფეროვნდეს.”

“მე უნდა მივხედო საკუთარ გარეგნობას.” და “მე მინდა მივხედო საკუთარ გარეგნობას, რათა სულ კარგად გამოვიყურებოდე.” “მინდა” ბევრად უფრო სასიამოვნოდ ჟღერს და დადებითად მოქმედებს შენზე. დაიმახსოვრე, საკუთარი თავი უპირველესი უნდა იყოს შენთვის!

ყოველთვის გამონახე დრო შენი სხეულის მოსავლელად. სამსახურში ყოფნის დროს კი იმაზე იფიქრე, რომ შენს შრომას უამრავი ადამიანისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია. ისეთ ადამიანებთან იკონტაქტე, რომლებთანაც გსიამოვნებს ურთიერთობა.

უყურე საყვარელ ფილმებს და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს საკუთარი თავისთვის კომპლიმენტების გაკეთება ნებისმიერ დროს, როცა ეს მოგესურვება.

არის კიდევ ერთი საიდუმლო, “როგორ გიყვარდეს თავი”. ეს არის საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ასსეტ ადამიანებს საკუთარი თავი უყვართ არა კონკრეტულად რაღაცის გამო, არამედ უბრალოდ.

თუ ყველაფერ ამის გათვალისწინებას შეძლებ, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ შეგეცვლება საკუთარ თავზე წარმოდგენა და შეიყვარებ მას ნაკლოვანებებით.

უბრალოდ, გიყვარდეს საკუთარი თავი და გარშემომყოფები…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *