მითები ქალების შესახებ

ბოლო წლებში მეცნიერული კვლევებისა და ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ კაცობრიობის ულამაზესი ნახევრის შესახებ მტკიცედ დამკვიდრებული აზრები, ხშირად არ შეესაბამება რეალობას. გთავაზობთ გავრცელებულ მითებს მათ შესახებ:

1. ქალებს ოჯახის რჩენა არ შეუძლიათ

ამერიკელმა არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ პირველყოფილი ადამიანების საკვების 80%-ს ქალები მოიპოვებდნენ, ეს ხდებოდა არა მხოლოდ მატრიარქატის პერიოდში, არამედ მის შემდეგაც.

ეს ტენდენცია ახლაც იგრძნობა-მამაკაცები უარს არ ამბობენ, პირიქით ეძებენ კიდეც ,,კარგ შემომტან” ქალებს.

2. ქალს შეუძლია საკუთარი შვილის ამოცნობა სუნის საშუალებით

შვედმა მეცნიერებმა უარყვეს ეს მითი. მათ
ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს 24 ახალშობილი და ამდენივე 2-დან 4 წლამდე ბავშვი, მათ ჩააცვეს სპეციალური პერანგები, რომლებიც კარგად იწოვდნენ სხეულის სუნს.

ვერც ერთმა დედამ ვერ შეძლო საკუთარი პირმშოს სუნის ამოცნობა, მამაკაცებმა გაცილებით უკეთ გაართვეს თავი ამ ამოცანას, მათ ჩვილისა და მოზრდილი ბავშვების სურნელების გარჩევა გაუადვილდათ.

3. ქალები ბავშვებთან საერთო ენას უკეთ პოულობენ ვიდრე მამაკაცები

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა როს პარკერმა აღმოაჩინა, რომ მამები უფრო მეტს ელაპარაკებიან და კოცნიან თავიანთ ახალშობილებს, ვიდრე დედები. განსაკუთრებით ეს ეხებათ მეორე და მომდევნო შვილებს.

4. აგრესიის გამოვლინება მამაკაცების პრეროგატივაა

დადგინდა, რომ გარდატეხის ასაკში მამაკაცები მართლაც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, ამ ასაკის გოგონებიც არ ჩამორჩებიან მათ, მაგრამ მათი აგრესია სხვა ფორმით გამოვლინდება, ისინი ხლართავენ ინტრიგებს, წაჰკიდებენ ბიჭებს ერთმანეთს და ა.შ.

ზრდასრულ ასაკში კი კაცები გაცილებით მშვიდები ხდებიან, ხოლო ქალების აგრესიულობა პიკს აღწევს 40-დან 50 წლამდე ასაკში.

5. ქალს სუსტი სქესის წარმომადგენელი იმიტომ ჰქვია, რომ მას უჭირს ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება

ეს ნამდვილი მითია, ქალები გაცილებით უკეთ ეგუებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს, უფრო ვაჟკაცურად უმკლავდებიან პრობლემებს და უბედურებების მიმართაც უფრო გამძლენი არიან. უფრო ადვილად იტანენ ტკივილს, რადგან შეუძლიათ მოთმენა.

6. ქალი უფრო სუფთა და მოწესრიგებულია, ვიდრე მამაკაცი

სწავლულებმა ეს მითიც უარყვეს, ამერიკელმა ბიოლოგმა არიზონას შტატიდან იკვლია მამკაცებისა და ქალების საოფისე მაგიდები და აღმოაჩინა, რომ ქალების მაგიდაზე გაცილებით მეტი მიკრობი და ბაქტერიაა, ვიდრე მამაკაცის.

ეს ფაქტი შემდგომში იმას მიაწერეს, რომ ქალები ხმარობენ ხელის კრემს და კოსმეტიკას, რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო საშუალებაა.

7. ქალებს არ უყვართ პორნოგრაფია

სოციოლოგებმა ანონიმური ანკეტების საშუალებით იკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ქალებს არანაკლებ უყვართ პორნოფილმების ყურება, ვიდრე მამაკაცებს. ასეთი ფილმების ყურების შემდეგ ისინი მამაკაცებზე მხოლოდ 2 წამით გვიან იღგზნებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *