ბოსტნეულის წვნიანი დიეტა


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ბოსტნეულის დიეტური წვნიანი. მიიღეთ 7 დღის განმავლობაში მოცემული დანამატებით.

მითითებები:
წვნიანის რეცეპტი: საშუალო ზომის კომბოსტო, 6 ცალი საშუალო ხახვი, პონიდორი გემოვნებით, 2 ცალი მწვანე წიწაკა, ერთი კონა ნიახური და ბოსტნეული დაჭერით, დაახით ცივი წყალი და ადუღეთ 20 წუთი, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. გემოვნების მიხედვით დაამატეთ მარილი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი. დანარჩენი საკვები მიიღეთ ქვემოთ მოცემული რაოდენობით:

1) დღე: წვნიანი და ხილი (ბანანის და ყურძნის გარდა)
2) დღე: წვნიანი და ბოსტნეული (ნებისმიერი ახალი, მოშუშული ხორცი (ზეთის გარეშე), მოხარშული ბოსტნეული). შეიძლება ასევე მცირე რაოდენობით შემწვარი ან მოხარშული კართოფილი.
3) დღე: წვნიანი, ბოსტნეული და ხილი (კართოფილი არ შეიძლება).
4) დღე: წვნიანი, ბოსტნეული და ხილი. შეიძლება 2 ცალი ბანანი და 1 ჭიქა მცირეკალორიული რძე.
5) დღე: წვნიანი, ძროხის ხორცი და პომიდორი. შეიძლება 400 – 500 გრ. ძროხის ხორცი ცხიმის გარეშე ან ქათამი (ტყავის გარეშე), ან თევზი. ახალი პომიდორი შეუზღუდავად (ხილს ნუ მიიღებთ).
6) დღე: წვნიანი, ძროხის ხორცი და ფოთლოვანი ბოსტნეული. პომიდორი შეიძლება შეიცვალოს სალათით, კომბოსტოთი, კიტრით, მწვანე წიწაკით (ხილს ნუ მიიღებთ).
7) დღე: წვნიანი, ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული, ხილის წვენი (შაქრის გარეშე).

კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლი, შაქარი, ტკბილი გაზიანი წყალი. საჭიროა მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი 1,5 – 2 ლ დღეში, ყავა უშაქროდ. ალკოჰოლის მიღება შეიძლება დიეტის დამთავრებიდან ერთი დღეღამის შემდეგ. წვნიანი მიიღეთ 3 – ჯერ დღეში.

წვნიანი შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გნებავთ, რაც მეტი, მით უკეთესი. 5 კგ – ის მოკლების შემთხვევაში დიეტა შეიძლება გაიმეოროთ 2 – 3 დღის შემდეგ.

ინგრედიენტები:
– კომბოსტო
6 ცალი ხახვი
– პომიდორი
2 ცალი მწვანე წიწაკა
1 კონა ნიახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥