ანგელოზის დიეტა


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

დიეტის გრძელდება 13 დღე და დაიკლებთ, დაახლოვებით, 7 – 8 კილოგრამს. მე – 14 დღეს ზომიერად შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები. ეს დიეტა მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

მითითებები:
1) ორშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ. სადილი: 2 კვერცხი, 1 პომიდორი და მწვანილის სალათი. ვახშამი: დიდი ბივშტექსი მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში შემწვარი.

2) სამშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროთ და ორცხობილით. სადილი: დიდი, შემწვარი ბივშტექსი მწვანე სალათითა და პომიდვრით. ვახშამი: სუფი.

3) ოთხშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით. სადილი: დიდი ბივშტექსი მწვანე სალათით. ვახშამი: 2 კვერცხი უცხიმო, ლორით.

4) ხუთშაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით. სადილი: კვერცხი, 1 სტაფილო, ყველი. ვახშამი: ხილის სალათი, 1 ჭიქა კეფირი.

5) პარასკევი საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონით. სადილი: თევზი (ერთი პორცია) და პომიდორი. ვახშამი: დიდი ბივშტექსი მწვანე სალათით.

6) შაბათი საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით. სადილი:უცხიმოდ შემწვარი ქათამი, მწვანე სალათა. ვახშამი: დიდი ბივშტექსი, მწვანე სალათა.

7) კვირა საუზმე: ჩაი უშაქროდ. სადილი: ღორის, ან სხვა ხორცი შამფურზე, მწვანე სალათი. ვახშამი: რასაც ისურვებთ, მხოლოდ ზომიერად.

სასმელი: მხოლოდ წყალი (ჩვეულებრივი, ან მინერალური). სტაფილო შეიძლება შეიცვალოს პომიდორით და პირიქით.
დიეტის პერიოდში აუცილებელია ვარჯიში და მასაჟი.

ინგრედიენტები:
1 ფინჭანი უშაქრო ყავა
2 ცალი კვერცხი
1 ცალი პომიდორი
1 ფინჭანი წვნიანი
1 ჭიქა კეფირი
1 პორცია თევზი
1 პორცია მწვადი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥