ყავის მუსი / დუკანის დიეტა – Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ინგრედიენტები:
60 მლ დაბალცხიმიანი რძე
1 ჩ/კ ხსნადი ყავა
3 კვერცხი
დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:
რძეს აურიეთ ხსნადი ყავა და აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი დამატკბობელთან ერთად. ნელ-ნელა შეურიეთ რძის ნარევი და გააგრძელეთ მორევა.
ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭიქებში. გამოსაცხობ ტაფაზე დაასხით ადუღებული წყალი, (ასეთი გამოცხობის მეთოდი ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე) დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭიქები და გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში 150° ტემპერატურაზე.

გამოცხობის შემდეგ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით. მიირთვით ცივი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥