მანდარინის დიეტა ერთ კვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 4 კილოგრამამდე დაიკლებთ. მანდარინი როგორც თითქმის ყველა ციტრუსი ძალიან სასარგებლოა და სავსეა ვიტამინებით.
მითითებები:
1) ორშაბათი
საუზმე: მანდარინის ფრეში ან 4-5 მანდარინი, 2 ნაჭერი დაბალცხიმიანი ყველი, უშაქრო ჩაი.
სადილი: 4-5 მანდარინი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათი, უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 150 გრამი ქათმის ხორცი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათი. ჩაი თაფლით.
2) სამშაბათი
საუზმე: მანდარინის უშაქრო ფრეში ან 4-5 მანდარინი, 2 ნაჭერი დაბალცხიმიანი ყველი, უშაქრო ჩაი. 2 მოხარშული კვერცხი.
სადილი: 4-5 მანდარინი, ხაჭო იოგურტით
ვახშამი: 250 გრამი თევზი, ბოსტნეულის სალათა, შავი პური.
3) ოთხშაბათი
საუზმე: მანდარინის უშაქრო ფრეში ან 4-5 მანდარინი, 2 ნაჭერი ყველი, უშაქრო ჩაი. იოგურტი ჰერკულესითა და ქიშმიშით.
სადილი: 4-5 მანდარინი, ბოსტნეულის წვნიანი.
ვახშამი: 250 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 2 პომიდორი. დაძინებამდე შეგიძიათ რამდენიმე მანდარინი მიირთვათ.
4) ხუთშაბათი
საუზმე: 1 ჭიქა პომიდვრის წვენი, მოხარშული კვერცხი, უშაქრო ჩაი.
სადილი: 4-5 მანდარინი, ბოსტნეულის სალათი, ჭვავის პური.
ვახშამი: 450 გრამი მოთუშული ბოსტნეული, 3 ცალი მანდარინი, ჩაი. მანდარინი შეგიძიათ დაძინებამდე მიირთვათ.
5) პარასკევი
საუზმე: მანდარინი, ვაშლი და ფორთოხალი იოგურტთან ერთად. უშაქრო ჩაი.
სადილი: ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, 200 გრამი კომბოსტოსა და ბოსტნეულის სალათი, ჩაი.
ვახშამი: 250 გრამი ინდაურის ხორცი, პომიდვრის წვენი. დაძინებამდე შეგიძლიათ რამდენიმე მანდარინი მიირთვათ.
6) შაბათ -კვირას ნებისმიერი დღის დიეტა გაიმეორეთ.
ინგრედიენტები:
მანდარინი
იოგურტი
ბოსტნეული
ყველი
ქათმის ხორცი
ინდაურის ხორცი
ჩაი
პური
კვერცხი
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)