იდეალური სახის ფორმითა და კლასიკური ნაკვთებით ბუნება მხოლოდ ერთეულებს აჯილდოებს. დანარჩენებს ან მაღალი შუბლი აქვთ, ან გამოწეული ღაწვები და ყბები, ზოგს გრძელი ნიკაპი ან ცხვირი და ა.შ.
ამის გამო მთელი ცხოვრება ყურებჩამოყრილი სიარული, რა თქმა უნდა, არ ღირს.
თქვენ რა, დაგავიწყდათ, რომ უშნო ქალები არ არსებობენ? უბრალოდ, არიან ქალები, რომლებიც მაკიაჟის ხელოვნებას ვერ ფლობენ.
ვიზაჟისტი მაკა მიქაბერიძის რჩევები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი ფორმის სახე ,,გააკლასიკუროთ”, თანაც სხვისი დახმარების გარეშე.
– რამდენი ტიპის სახის ფორმა არსებობს და
როგორ კეთდება მათი გარეგნული კორექცია?
– არსებობს სახის რამდენიმე ფორმა: ოვალური, გრძელი, სამკუთხა, მრგვალი, ოთხკუთხა, რომბისებური და ტრაპეციის ფორმის. სახის ფორმის გარეგნული კორექციისთვის სამი ფერის პუდრი დაგვჭირდება: ჩვენი კანისფერი, მასზე ოდნავ ბაცი და ოდნავ მუქი. მუქი პუდრი საჭიროა იმ ნაკვთებისთვის, რომლებიც ზომაზე მეტად არის გამოწეული, ხოლო ბაცი ფერით ხდება გაწონასწორება, უპეების ამოთეთრება და ა.შ.
– სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, იქნებ პუდრის შერჩევასთან დაკავშირებითაც მოგვცეთ რჩევა…
– პუდრის ყიდვის დროს ფერი რომ სწორად შევარჩიოთ, ასე უნდა მოვიქცეთ: სასინჯად აღებული პუდრი ჩამოვისვათ ყელზე. თუ მისი ფერი ყელის კანის ფერს დაემთხვა, თქვენთვის საჭირო ძირითადი ფერი ყოფილა. სამი ფერის ცალ-ცალკე ყიდვა აუცილებელი არ არის. იყიდება პუდრები, რომლებსაც სამივე ფერი აქვს კომპლექტში. საერთოდ, უმჯობესია, ერთი ფირმის კოსმეტიკა იხმაროთ. პუდრი, რომელიც სახის ფორმის კორექციისათვის არის გამიზნული, უმჯობესია, კომპაქტური იყოს. თავდაპირველად მთელ სახეზე ვისვამთ კანისფერ პუდრს. შემდეგ კი ვიწყებთ მუშაობას ბაცი და მუქი ფერებით.
– იქნებ ცალ-ცალკე განვიხილოთ სახის თითოეული ფორმა და ინდივიდუალური რჩევები მივცეთ ჩვენს მკითხველებს…
– დავიწყოთ ოვალური სახიდან. ეს კლასიკური ფორმაა და არანაირ კორექციას არ საჭიროებს.
გრძელ სახეზე ნიკაპი მკაფიოდ არის გამოხატული. საჭიროა, შუბლის გვერდითა ნაწილებზე მუქი ფერის პუდრი გამოვიყენოთ. ასევე, ნიკაპის ცენტრალურ ნაწილზეც. ხოლო ცხვირის გვერდებზე და ლოყებთან კი – ბაცი.
მრგვალ სახეზე პრობლემური ადგილებია მოკლე ნიკაპი, დაბალი შუბლი ან უბრალოდ, სახის სიმსუქნე, რაც სიმრგვალეს ქმნის. ასეთ სახეზე შუბლის გვერდითი ნაწილები მუქ ტონალობაში უნდა “ჩავსვათ”. ასევე მუქი პუდრია საჭირო საფეთქლებთან. საფეთქლებიდან რკალად ჩამოვიდეთ ლოყებზე და რკალადვე ჩავიყვანოთ პუდრი ნიკაპამდე.
ტრაპეციისებურია სახე, როდესაც ყბები უფრო განიერია, ვიდრე შუბლი. ასეთი ფორმის სახის კორექცია შედარებით რთულია. ყურის დასაწყისიდან ვიწყებთ მუქი ფერის პუდრის დადებას, რომელიც რკალად ჩაგვყავს ნიკაპამდე. შუბლსა და საფეთქლებზე იდება ბაცი ფერის პუდრი.
რომბისებური სახისთვის დამახასიათებელია ვიწრო შუბლი, განიერი ღაწვები და ვიწრო ნიკაპი. მუქი ფერის პუდრით წარბებს ზემოდან ვიწყებთ რკალად შემოვლას თვალების ქვეშ და რკალს ნიკაპს ზემოთ ვასრულებთ. თვალების ქვეშ, ცხვირის გვერდით ბაცი ფერის პუდრი უნდა გამოვიყენოთ.
ოთხკუთხაა სახე, როდესაც შუბლის სიგანე ტოლია ღაწვების და ყბების სიგანისა. მისი კორექციისათვის ყურებს ზემოდან ვიწყებთ მუქი ფერის პუდრის წასმას და მოვდივართ ნიკაპამდე. თუ შუბლი დაბალია, ,,აიმაღლეთ” ბაცი ფერის პუდრით.
სამკუთხაა სახე, როდესაც შუბლი ბევრად განიერია ღაწვებზე, ხოლო ნიკაპი წაწვეტებულია. ასეთ შემთხვევაში მუქი ფერის გამოყენება იწყება საფეთქლებიდან, შემოდის თვალების ქვეშ და ბოლოვდება ტუჩების გასწვრივ.
რკალები, რომლებზეც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მკვეთრად გამოყოფილი. მუქი და ბაცი ფერები ერთმანეთში შეუმჩნევლად უნდა გადადიოდეს, რათა სასურველ ეფექტს მივაღწიოთ.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)