კრიტიკული დღეების დიეტა

თუკი მენტრუაციის დროს ტკივილები გაწუხებთ, აუცილებელი არ არის ხსნა მხოლოდ მედიკამენტებში ეძებოთ. არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელიც კრიტიკული დღეების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

კრიტიკული დღეების დიეტა

ჰორმონები იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას. ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში გართულდეს კუჭ-ნაჭლავის მოქმედება -ქალთა უმრავლესობას, მენსტრუალურ ტკივილთან ერთად, უვითარდება მეტეორიზმი, ყაბზობა და დიარეა.

რა უნდა აიკრძალოთ საკვებიდან:

ხილი

ხორცი

კარაქი (მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხიმიანი პროდუქტი)

ძალიან ცივი საჭმელი

რძე და კვერცხი

ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელი

უმი ბოსტნეული

ზედმეტი მარილი

დასაშვებია:

დილა-საღამოს გვირილის ან პიტნის ჩაი ლიმონითა და თაფლით.

ხაჭო და იოგურტი კონსერვანტებისა და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე.

თევზი და ქათამი

წყალზე დამზადებული ფაფები, მარილისა და შაქრის გარეშე

კრიტიკულ დღეებშიც არ თქვათ უარი ვარჯიშზე.

ცნობილია, რომ ამ დღეებში ქალების უმრავლესეობას საშინელი დეპრესია და აგრესიულობა ახასიათებს. თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, გვერწმუნეთ ეს დღეები თქვენს ცხოვრებაში არც ისეთი რთული იქნება.

1. იფიქრეთ ისეთ თემაზე, რაც გაგაბედნიერებთ

ძილის წინ საკუთარ თავს სამი შეკითხვა დაუსვით:

  • რაზე გაიცინეთ დღის განმავლობაში ყველაზე გულიანად.
  • ვინ გაგიკეთათ სასიამოვნო სიურპრიზი?
  • რის გამო შეგიძლიათ საკუთარ თავს მადლობა გადაუხადოთ?

2. “ჩაძირეთ” ცუდი აზრები

წარმოიდგენეთ, რომ სავსე აბაზანაში წევხართ და იცლებით ნეგატიური ფიქრებისგან, რომლებიც სუფთა წყლის ამღვრევასაც ახერხებენ. შემდეგ კი მშვიდად ამოაძრეთ ხუფი და აბაზანა დაცალეთ.

ახლა კი კვლავ გაავსეთ და კრიალა წყალში ინებივრეთ ოპტიმისტურ სურვილებთან ერთად. მსგავსი ვარჯიში შეგიძლიათ დღეგამოშვებით გააკეთოთ.

3. ოცნების ადგილი

გონებაში წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც სრულიად კომფორტულად იგრძნობდით თავს. აღწერეთ თქვენს მიერ წარმოდგენილი აგარაკი თუ სასტუმრო, უმნიშვნელო დეტალებითაც კი. ნათლად წარმოიდგინეთ ფერები და სუნიც კი, რომელიც შესაძლოა იქ ტრიალდებდეს.

მაგალითად, თუ ზღვისპირა სახლში წარმოიდგენთ თავს, ნათლად აღიდგინეთ ზღვის ხმაური, თქვენი გარუჯული სხეული, რომელსაც სიო ელამუნება… რაც უფრო დიდხანს შეყვებით ოცნებას, მით უფრო მშვიდი დღე გექნებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *