ქათმის ღვიძლი ყველით

ინგრედიენტები:

  • ქათმის ღვიძლი – 450 გ
  • ხახვი – 1
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) – 1/3 ჩ.კ
  • არაჟანი – 4 ს.კ.
  • ყველი გაუდა – 80 გ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები:

– ღვიძლი გავრეცხოთ და შევაშროთ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და ზეთში მოვშუშოთ. გადავიტანოთ თასში და იმავე ზეთში ღვიძლი შევბრაწოთ. ჩავაბრუნოთ ხახვი, დავამატოთ მუსკატი, მარილი, პილპილი და ვშუშოთ 4-5 წუთი.

– გავანაწილოთ პორციულ ფორმებში, დავადოთ 1 ს.კ არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი

– შევდგათ მიკროტალღურში 1 წუთით ან 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით, სანამ ყველი დადნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *