მდოგვში შემწვარი ღვიძლი ბროწეულის ნარშარაბით


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ინგრედიენტები:

  • საქონლის ღვიძლი – 1 კგ
  • მაწონი – 1 ქილა
  • მდოგვი – 4 ს.კ
  • ლიმონის წვენი – 1
  • მოხარშული კვერცხი – 5
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები:

საქონლის ღვიძლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავაწყოთ მომინანქრებულ ან მინის ჭურჭელში, დავასხათ მაწონი და დავდგათ 2 საათით.

ღვიძლის ნაჭრებს გადავავლოთ გამდინარე წყალი, შევამშრალოთ ხელსაწმენდით, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ამოვავლოთ ლიმონისა და მდოგვის ნაზავში და შევწვათ ზეთში ძალიან გახურებულ ტაფაზე.

შეწვისას ღვიძლის ნაჭრები ხშირად ვატრიალოთ. ღვიძლი სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ კვერცხთან და ბროწეულის ნარშარაბთან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥