ენა ქონდრითა და თუთუბოთი

ამ კერძში გამოყენებულ სანელებელ, თუთუბოს, იგივე “სუმახს” გააჩნია მომჟავო გემო და ძირითადად გამოიყენება აზერბაიჯანულ სამზარეულოში. მისი შეცვლა შეგვიძლია კოწახურით.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ენა, მოხარშული – 1 კგ
  • დანაყილი ნიორი – 1 ს.კ
  • აჯიკა – 1 ს.კ
  • პაპრიკა – 1 ჩ.კ
  • ძმარი – 1/2 ჭ
  • ხმელი ქონდარი – 2 ს.კ
  • თუთუბო – მოსაყრლად
  • მარილი

მომზადების წესები:

– მოხარშული ენა დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

– ძმარში გავხსნათ სანელებლები და ხელით შევაზილოთ დაჭრილ ენას.

– მზა კერძი ცოტა ხნით გავაჩეროთ, რომ კარგად გაუჯდეს სანელებლების გემო და არომატი. კერძს სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ თუთუბო.

– სურვილისამებრ შეგვიძლია გავზარდოთ ძმრისა და აჯიკის რაოდენობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *