დარიჩინი / დამხმარე პროდუქტი / Dukanis Dieta


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

დარიჩინი – არა მარტო კარგი გემო აქვს, არამედ იგი ძალიან სასარგებლოცაა. შეიცავს ნივთიერებებს რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას და აქვს ანტი მიკრობული მოქმედება,ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ამაღლებს ტვინის ფუნქციებს. შეიცავს კალციუმს და ბოჭკოვან ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

დარიჩინი არომატული მოტკბო გემოს გამო იდეალური სანელებელია ზამთრის ცივი თვეებისთვის. დარიჩინს, როგორც სანელებელს, ასევე სამკურნალო ნივთიერებას დიდი ხნის ისტორია აქვს. დ ა რ ი ჩ ი ნ ი მზადდება დარიჩინის ხის ქერქისგან და გვხვდება როგორც მიკალების, ასევე ფხვნილის სახით.

დ ა რ ი ჩ ი ნ ი ორი სახისაა:

ჩინეთის და ცეილონის. ორივეს ერთნაირი გემო აქვს. მაგრამ ცეილონის დარიჩინს უფრო მოტკბო გემო აქვს და უფრო ძნელი საშოვნელიცაა.

დარიჩინი ერთ-ერთი უძველესი სანელებელია. იგი ნახსენებია ბიბლიაში. ძველ ეგვიპტეში კი გამოიყენებოდა როგორც სანელებელი,სამკურნალო საშუალება და ასევე იყევებდნენ ბალზამირებისთვისაც. ძველ დროში ის ოქროზე ძვირფასი იყო. ნელ-ნელა ჩინეთშიც მიაქციეს ყურადღება და ყველაზე პოპულარული სანელებელი გახდა მთელს ევროპაში.

დ ა რ ი ჩ ი ნ ი არაა ალერგიული პროდუქტი.

მაგრამ ვისაც კუჭის წყლული ან ნაწლავთა მომატებული მგრძნობელობა აწუხებს, დარიჩინი ფრთხილად უნდა გამოიყენოს.
დარიჩინის ხშირად და დიდი დოზებით მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი წნევა ან გულის დაავადება აქვს. სანელებელი გულისცემის გახშირებას და არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
დარიჩინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის.
არ შეიძლება დარიჩინის მიღება მედიკამენტებით მკურნალობის პერიოდში. ის ერთგვარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ცუდად ურთიერთქმედებს ბევრ სამკურნალო პრეპარატთან.

მიუხედავად ამისა, თუ დაიცავთ მისი მიღების დოზას, ორგანიზმს ძალიან წაადგება. განსაკუთრებით დუკანის დიეტის დროს.

დ ა რ ი ჩ ი ნ ი ამცირებს თქვენს სისხლში ე.წ. ცუდი ქოლესტერინის რაოდენობას.

ქმნის ნოყიერების განცდას – დარიჩინის მიღებისას დიდხანს გყვებათ განცდა, რომ დანაყრებული ხართ. ბუნებრივია, რაც უფრო დიდხანს გაქვთ ეს შეგრძნება, მით უფრო გვიან გინდებათ საკვების მიღება.
ბუნებრივი მომნელებელია – დარიჩინი ეხმარება თქვენს ორგანიზმს საკვების უკეთ მონელებაში. დარიჩინი ადამიანს აფხიზლებს და კონცენტრაციაში ეხმარება – კვლევები აჩვენებენ, რომ დარიჩინი ადამიანს უფრო კონცენტრირებულს და მობილიზებულს ხდის. ათავისუფლებს ორგანიზმს ბაქტერიებისგან – დ ა რ ი ჩ ი ნ ი ძლიერი ანტიბაქტერიული საშულებაა, რომელიც თქვენს კუჭს ბაქტერიებისაგან ათავისუფლებს.

გირჩევთ დარიჩინი მიიღოთ ჩაისთან, ყავასთან,კაკაოსთან, და რძესთან ერთად, ასევე დუკანურ ტკბილეულსაც ძალიან უხდება.

ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა: Energy Diet

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥