ხბოს ღვიძლის პაშტეტი


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

ინგრედიენტები:

  • თეთრი ღვინო – 100 მლ
  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ
  • კარაქი – 50 გ
  • ხახვი – 2
  • ხბოს ღვიძლი – 600 გ
  • ნაღები 32% -36% – 100 მლ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები:

– ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ.

– ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ღვიძლიც. ვშუშოთ სანამ ღვიძლი ფერს შეიცვლის. დავამატოთ ქონდარი. ვშუშოთ დაახლოებით 8 წუთი, დავასხათ ღვინო. ღვინის აორთქლების შემდეგ დავამატოთ ნაღები და წამოვადუღოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი, გადავიტანოთ ბლენდერში და ერთიან მასად ვაქციოთ.

– შევინახოთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში, მაცივარში. უმჯობესია, მეორე დღეს მივირთვათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥