9 რამ, რაც ქალს შენში ყველაზე მეტად აღიზიანებს


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

1. სელფის ჯოხი
სელფი სტიკი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან გიყვარს სელფების გადაღება (ანუ გარკვეულწილად ხარ დამოკიდებული სელფების გადაღებაზე, რახან დახარჯე ფული და ხელის გამაგრძელებელი იყიდე). გოგონებს არ უყვართ მესელფე ბიჭები, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ისინი ნარცისები არიან.

2. გამჭირვალე მაისური
დიახ, შენ იცი რასაც ვგულისხმობ. გამჭირვალე მაისურში შენ ძუძუსთავები გიჩანს. რა თქმა უნდა, შეგიძლია ჩაიცვა ასეთი ზედა, თუ პორნო – ქასტინგში იღებ მონაწილეობას, თუმცა, არა ქუჩაში ან შეხვედრაზე.

3. სკინი – ჯინსები
გასაგებია, რომ ბოლო ტრენდები და სხვადასხვა მოდური სახლი გეუბნება, რომ ეს ძალიან მაგარია, რომ ეს მოდაშია და ქალებს მოსწონთ – არ დაიჯერო! სისულელეა. თუ გამხდარი ხარ, ასეთ ჯინსებში ჩონჩხივით გამოიყურები, თუ ხარ სრული – ჰგავხარ ძეხვს ან სორდელს, თუ ხარ ათლეტური აღნაგობის – ნუ იცვამ და ეგაა! ქალებს ეს საშინლად არ მოსწონთ.

4. მაღალი წინდები + შორტები
გოიმობის ზეიმი და ჩამორჩენილობის საერთაშორისო ფესტივალი 2015.
არასდროს! არასდროს არ ჩაიცვა ასე! თუ გიყვარს შორტები, შეგიძლია, ჩაიცვა გოლფები (მუხლებამდე) და არა გრძელი წინდები (რომელიც კანჭის კუნთის ქვედა ნაწილს ძლივს ფარავს). ისე არც გოლფებია საუკეთესო ვარიანტი, თუ არ ხარ სპორტული აღნაგობის.

5. ნატურალური ბეწვეული
არასდროს შემოიცვა, რა თქმა უნდა, თუ არ ხარ გია სურამელაშვილი.

6. ბიჟუტერია
გასაგებია, რომ შეიძლება გიყვარდეს ბეჭდები, სამაჯურები, ბრჭყვიალა ლითონები, თუმცა, ყველაფერი ნორმის ჩარჩოებში, მეგობარო. გოგონებს სულაც არ მოსწონთ ნაძვისხესავით ასხმული ათობით ლითონის სათამაშო.

7. ქამრის გიგანტური ბალთები
გასაგებია, რომ გინდა, გოგონამ შენს საზარდულს მიაქციოს ყურადღება, მაგრამ როგორც წესი, გიგანტური აქსესუარები უყვართ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული კომპლექსები და გოგონებმა ეს კარგად იციან.

8. გრძელი ფრჩხილი ნეკა თითზე
მსოფლიოში სამი საზიზღარი რამ არსებობს – 1. გენიტალური ჰერპესი, 2. გრეის ორმოცდაათი ელფერი, 3. გრძელი ფრჩხილი ნეკა თითზე. ზოგადად არსებობენ ქალები, რომელთაც მოსწონთ, როცა მამაკაცს აქვს ოდნავ! (არ გადააჭარბო) გრძელი ფრჩხილები (+ მოვლილი), თუმცა, არ მინახავს არც ერთი ქალი, რომელსაც მოსწონს გრძელი ფრჩხილი მხოლოდ ნეკა თითზე. რა თქმა უნდა, თუ თბილისი – პერიფერიის “მარშრუტკის” მძღოლი არ ხარ და ამ ფრჩხილით ყურებში არ იქექები. ამ შემთხვევაში შენ აღარაფერი შეგცვლის.

9. Bluetooth – გარნიტურა
ალბათ გგონია, რომ ეს შენს მაღალ სტატუსს ასახავს? გგონია, ქალი დაიჯერებს, რომ ძალიან დაკავებული ხარ მოიხსენი ეს ყურის ჭია და დადე ადგილას. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ, თუმცა, კი გააცინებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥