მამაკაცური მიმზიდველობის საიდუმლო გამჟღავნდა! ეს კუნთები და კარგი იუმორის გრძნობა არაა!


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

რატომღაც მიჩნეულია, რომ ქალს მამაკაცში მამაკაცურობა და იუმორის გრძნობა მოსწონს. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასე არაა. ქალისთვის მამაკაცში უპირველესი ღირსება – ალტრუიზმია, ხალხის დახმარება და კეთილი საქმების კეთება.

დასკვნის საფუძველი მრავალწლიანი კვლევაა. კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად ეხმარებიან გარშემო მყოფებს, ხშირად აქვთ სექსი.

მეცნიერებმა გამოკითხეს დასაქორწინებელი მამაკაცები: რა სიხშირით აკეთებდნენ კეთილ საქმეს: რიცხავდნენ თუ არა ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ეხმარებოდნენ თუ არა გარშემო მყოფებს (მაგალითად, თოვლისგან მანქანის გაწმენდაში). შემდეგ ეკითხებოდნენ პირად ცხოვრებაზე. როგორც გაირკვა, გულკეთილი მამაკაცები პოპულარობით სარგებლობენ ქალებში და ხშირად აქვთ სექსი.

მეორე ცდით, ქალებს შესთავაზეს აერჩიათ ორი მამაკაცი: ერთი ხანგრძლივ ურთიერთობისთვის, მეორე – პაემნისთვის. მათ არჩევანი ფოტოებით უნდა გაეკეთებინათ. იყვნენ სიმპათიური მამაკაცები და არც ისე. ყველა ფოტოს ჰქონდა მამაკაცის დახასიათება. ვინ მონაწილეობდა საქველმოქმედო საქმიანობაში, ვინ ეხმარებოდა გარშემო მყოფებს.

ერთი შეხვედრისთვის ქალები ირჩევდნენ ეგოისტ, მაგარამ მიმზიდველ მამაკაცებს, მაგრამ ქმრად – კეთილებს და ამ შემთხვევაში მათ გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
როგორც გაირკვა, მამაკაცის ალტრუიზმს ქალი ქმრობასთან, მამობასთან აკავშირებს. სხვათა შორის, მეორე ცდის მიხედვით გაირკვა, რომ მამაკებსაც კეთილი გოგონები მოსწონთ საცოლედ.

რა თქმა უნდა, გარეგნობას და იუმორის გრძნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აგრეთვე, ბევრი ქალი უპირატესობას ჭკვიან მამაკაცს ანიჭებს, მაგრამ თუ მამაკაცს კეთილი გული აქვს, მისი სილამაზე და ჭკუა უკვე მეორეხარისხოვანია…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥