კივის დიეტა


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

კივის დიეტის დროს მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილზე და შაქარზე.

მითითებები:
1) ორშაბათი საუზმე – 200გრ „ჰერკულესის“ ფაფა ქლიავის ჩირით, 10გრ ყველი, ერთი ნაჭერი ქატოს პური. წახემსება – კივი და ვაშლი ორი კოვზი უშაქრო იოგურტით. სადილი – 200გრ სოკოს წვნიანი, ქათმის მკერდი კანის და მარილის გარეშე, 100 გრ ყაბაყის პიურე. წახემსება – 2 კივი. ვახშამი – 5% ხაჭო კენკრასთან ერთად, ჩაი. ძილის წინ – კივის და იოგურტის სმუზი.

2) სამშაბათი საუზმე – წიწიბურა ბოსტნეულით 200 გრ, ჩაი ლიმნით და ორი ორცხობილა. წახემსება – კივი და მარწყვი 5% ნაღებთან ერთად (1 სუფრის კოვზი). სადილი – ბოსტნეულის წვნიანი – 200 გრ, ორთქლზე მომზადებული კატლეტი და 150 გრ ბრინჯი. წახემსება – 2 კივი. ვახშამი – ბოსტნეულის რაგუ ყაბაყით და ყვავილოვანი კომბოსტოთი – 200 გრ, ჩაი, ყველის ნაჭერი. ძილის წინ – კეფირი.

3) ოთხშაბათი განტვირთვის დღე, როგორც აღწერილია ზემოთ (გამორიცხულია მხოლოდ ქათმის ხორცი). დაშვებულია რძის პროდუქტი, კივი, ჩაი და წყალი.

4) ხუთშაბათი საუზმე – ღუმელში გამომცხვარი ხაჭო მოცხართან ერთად – 200გრ, ყავა. წახემსება – 2 კივი. სადილი – ბოსტნეულის წვნიანი – 200 გრ, მოხარშული თევზი და მოთუშული კომბოსტო – 150 გრ. წახემსება – კივის, მარწყვის და 2,5% იოგურტისგან დამზადებული სმუზი. ვახშამი – ბრინჯის ფაფა – 200გრ, ჩაი და 2 ორცხობილა. ძილის წინ – კეფირი.

5) პარასკევი საუზმე – „ჰერკულესის“ ფაფა გარგრის ჩირთან ერთად – 200 გრ, ყავა, 10 გრ ყველი. წახემსება – კივის და მსხლის სალათი. სადილი – წვნიანი მაკარონით – 200 გრ, რაგუ ქათმის და ბოსტნეულის რაგუ (კარტოფილის გარეშე) – 150 გრ. წახემსება – 2 კივი. ვახშამი – ხაჭო ხილით და კენკრით – 100 გრ, უხეშად დაფქული ხორბლის პურის ნაჭერი და ჩაი. ძილის წინ – იოგურტი და კივი.

6) საუზმე – ორთქლზე მომზადებული 2 კვერცხის ომლეტი კამასთან ერთად, ყავა. წახემსება – 2 კივი. სადილი – თევზის წვნიანი – 200 გრ, ორთქლზე დამზადებული გუფთა ბრინჯით – 150 გრ. წახემსება – კივის, ბლის და ნესვის სალათი. ვახშამი – მულტი ბურღულის ფაფა – 200 გრ, ჩაი. ძილის წინ – დაბალ ცხიმიანი იოგურტის, კივის და მსხლის სმუზი.

7) კვირა ჩვეული კვებითი რაციონი: იკვებეთ ისე როგორც ყოველთვის, მაგრამ შეეცადეთ კერძები იყოს უცხიმო, უმარილო და უშაქრო. უკუჩვენება კივი უკუნაჩვენებია მათთვის ვისაც გასტრიტი ან ნაწლავების ანთებები აწუხებს. ფრთხილად უნდა მირთვან კივი მათ, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვთ – აუცილებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გავლა. ყველა დანარჩენისთვის დიეტა საკმაოდ იოლია, გემრიელია და გაძლევთ ადგილს ფანტაზიისთვის. არ გადააჭარბოთ კვირა დღეს! არ ჩაყაროთ წყალში მთელი კვირის ნაშრომი.

კივის დიეტის დროს მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილზე და შაქარზე.
ასევე ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, სოუსებს და მარინადებს.
დაშვებუალია დღეში ორი ჭიქა უშაქრო ყავა ან ჩაი.
დიეტის დაცვა შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღებამდე.

ინგრედიენტები:
200 გრამი “ჰერკულესი”
10 გრ. ყველი
1 კივი
1 ვაშლი
2 კოვზი უშაქრო იოგურტი
200 გრ. სოკოს წვნიანი
1 ქათმის მკერდი
100 გრ. ყაბაყის პიურ
200 გრ. წიწიბურა
200 გრ. ბოსტნეულის წვნიანი
200 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
200 გრ. ბრინჯის ფაფა
2-3 კვერცხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥