დაავადებები, რომელსაც სექსი კურნავს


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

სექსის პროცესში მატულობს სხეულის ტემპერატურა და წნევა, რაც მკვეთრად ზრდის სუნთქვის სიხშირესა და გულისცემას. ამასთან, ნორადრენალინის შემცველობა სისხლში სექსუალური აქტის დროს ნორმაზე 40 – ჯერ უფრო მატულობს. მედიცინას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ადამიანი უშუალოდ აქტის პროცესში გარდაცვლილა.

თუმცა ეს დრამატული შედეგები იშვიათობაა, და მედიკოსების რეკომენდაციით, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ბევრი დაავადების განვითარებას უშლის ხელს.
ამ სტატიაში გვსურს განვიხილოთ სექსი, როგორც პრევენცია დაავადებების თავიდან ასარიდებლად.

უპირველესად, სექსი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ემოციური მდგომარეობისთვის. მოფერება, ჩახუტება, კოცნა ეს ყველაფერი იდეალური “წამალია” სტრესის მოსახსნელად.

გაწუხებთ უძილობა? იქნებ იმიტომ, რომ მეტწილად დაძინებას არა პარტნიორთან, არამედ ბალიშთან ჩახუტებული ცდილობთ? ცნობილია, რომ მამაკაცების უმრავლესობა სქესობრივი აქტის შემდეგ ღრმა და მშვიდ ძილს ეძლევა. მედიკოსების რეკომენდაციაა ჩაანაცვლოთ საძილე საშუალებები სქესობრივი აქტით. ეს ბევრად ჯანსაღი “წამალია” უძილობის წინააღმდეგ.

სექსი, როგორც ჭარბი წონისგან თავდაცვის საშუალება. დიახ, ეს ფიზიკური და ემოციური სიამოვნება იდეალური მეთოდია ებრძოლოთ ცხიმებს. დამტკიცებულია, რომ საშუალოდ, 10 – 12 წუთიანი სქესობრივი აქტის დროს 200 კილო კალორია იწვება. სქესობრივი აქტის დროს ერთდროულად რამოდენიმე კუნთი მოძრაობს. ასე რომ, დაივიწყეთ დიეტა, ვინაიდან წონასთან ბრძოლის ბევრად სასიამოვნო მეთოდებიც არსებობს.

ეს სექსის ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი არასრული ჩამონათვალია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სექსი ხელს უწყობს გონების მუდმივად “ფორმაში ყოფნას”, შესაბამისად იდეალური საშუალებაა კარგი მეხსიერების შესანარჩუნებლად.

მოგიწოდებთ სქესობრივი კავშირის, მით უფრო შემთხვევითი კონტაქტის დროს, აუცილებლად გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება (პრეზერვატივი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥