АCД – არის თუ არა პანაცეა სტალინის ბრძანებით შექმნილი უნივერსალური პრეპარატი, რომლის შესაძლებლობებმა კრემლიც კი დააფრთხო?


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

„АCД უძლიერესი და უსერიოზულესი პრეპარატია, რომელიც დღეს, ბედის ირონით, ვეტერინარულ აფთიაქებში იყიდება და მისი საშუალებით მხოლოდ ცხოველებს მკურნალობენ,“ – აცხადებს ქართველი მკვლევარი და ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი, რომელსაც უკრაინის ერთ – ერთ გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მუშაობისას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებულ უაღრესად საინტერესო მასალებს.

– ბატონო კახა, როგორ აღმოჩნდით უკრაინის გასაიდუმოებულ ლაბორატორიებში?
„კატრექსის“ ლაბორატორიაში მუშაობის დროს, გარკვეული ინტერვალებით, კიევის სრულიად გასაიდუმლოებულ კვლევით ცენტრებში მგზავნიდნენ მივლინებით, სადაც ცდიდნენ პრეპარტ „კატრექსს“ და რა თქმა უნდა, ათასნაირ სხვა პრეპარატსაც. იქ მუშაობისას ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების არქივებში გარკვეულ მასალებზე მიმიწვდებოდა ხელი. მათ შორის იყო თავის დროზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია პრეპარატ АCД – ს შესახებ.

– გვიამბეთ პრეპარატის შექმნის ისტორია:
პრეპარატი АCД ვეტერინარულ მეცნიერებათა კანდიდატმა ალექსანდრე დოროგოვმა 1943 წელს შექმნა – იმ დროს, როცა დიდ სამამულო ომში გარდატეხა მოხდა და სტალინმა საგანგებო და საიდუმლო ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეექმნათ პრეპარატი, რომელიც ცხოველებსა და ადამიანებს რადიაციისგან დაიცავდა. გარდა ამისა, სტალინის მოთხოვნით, პრეპარატი უნდა ყოფილიყო იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, იმუნიტეტის გამაძლიერებელი. პრეპარატის შექმნაზე კონტროლი სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინმა უკვე 1943 წელს იცოდა, რომ ამერიკელები ატომურ ბომბს ქმნიდნენ და ატომური ბომბის შექმნაზე პარალელურად ჰიტლერული სამხედრო მანქანაც მუშაობდა.
სტალინმა ისიც იცოდა, რომ ამერიკელები ატომურ ბომბს რობერტ ოპენჰაიმერის მეშვეობით, დღედღეზე შექმნიდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპენჰაიმერი ლავრენტი ბერიას კგბ – მ გადაიბირა.
გერმანელი ისტორიკოსი რაინერ ვარშლი თავის წიგნში „ჰიტლერული ბომბი“ წერს:
„1945 წლის 3 მარტს ნაცისტმა მეცნიერებმა „ესესის“ მეთვალყურეობით, ვორსდროფის მახლობლად, 700 საბჭოთა ტყვეზე საიდუმლოდ გამოსცადეს ატომური იარაღი. შედეგი, რა თქმა უნდა, გამანადგურებელი იყო“.
ურანის გასამდიდრებელი პირველი აპარატი, რომელიც ატომური ბომბისთვის არის აუციელებლი, ჯერ კიდევ 1936 წელს, სწორედ გერმანიაში შეიქმნა. 1942 წელს კი ფაშისტებმა ე.წ. მძიმე წყლის ქარხანა აამოქმედეს, რომელიც ასევე აუცილებელია ბირთვული კვლევებისთვის.
რომ არა ის ბედნიერი შემთხვევა, როცა 1933 წელს ალბერტ აინშტაინმა გერმანია დატოვა და საცხოვრებლად აშშ – ში გადავიდა, ჰიტლერი 1941 წლამდე მოახერხებდა ატომური ბომბის შექმნას. ებრაელებთან დაპირისპისრების გამო ფიურერს აღარ დარჩა კადრები, ვინც ატომურ იარაღს შექმნიდა, რადგან გერმანიაში მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ებრაული წარმოშობის ფიზიკოსები, ქიმიკოსები და მათემატიკოსები იყვნენ. მიუხედავად ამისა, პირველი ატომური ბომბი, ე.წ ჭუჭყიანი ბომბი, რომელიც 500 მეტრის რადიუსში ნებისმიერ ცოცხალ არსებას ანადგურებდა, სწორედ ფაშისტებმა შექმნეს 1943 წელს – ეს იყო პლუტონიუმისგან დამზადებული ბომბი, მაგრამ სრულყოფას მოითხოვდა, ჰიტლერს კი ამის დრო და რესურსი აღარ ჰქონდა.

– ეს ყველაფერი АCД-ს შესახებ მასალებში ამოიკითხეთ?
დიახ, ეს ყველაფერი წინ უძღვის АCД – ს შექმნის ისტორიას და სწორედ ამით არის დასაბუთებული ამ პრეპარატის შექმნის აუცილებლობა. უფრო მეტიც, ვორსდროფში, სადაც ფაშისტებმა ე.წ. ჭუჭყიანი ბომბი გამოსცადეს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირმა ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შექმნა, სადაც ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა. ამ ბაზაზე საბჭოთა მეცნიერები უაღრესად გასაიდუმლოებულ კვლევებს ატარებდნენ და ეს იმდენად მნიშვნელოვანი პოლიგონი იყო, რომ მხოლოდ 1994 წელს დაიხურა.
1945 წელს, სტალინის ბრძანებით და ლავრენტი ბერიას უშუალო მეთვალყურეობით, გერმანიიდან საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს 1600 მეცნიერი, მათ შორის – 116 დოქტორი, ასევე, ნობელის პრემიის პლაურეატები – ჰერცი და ოტო განი და სხვები. ეს მეცნიერები მიიყვანეს სოხუმში, ეშერის საიდუმლო ლაბორატორიაში, სადაც გაგრძელდა ბირთვული კვლევები და ატომური პროგრამა. ეშრის ლაბორატორიის შესახებ ჩვენ დღესაც კი არაფერი ვიცით, თუმცა მას ხშირად სტუმრობდა ნობელის პრემიის ლაურეატი ნილს ბორი. ცნობისათვის, 1943 წელს ფაშისტებს უკვე შექმნილი ჰქონდათ ე.წ ჭუჭყიანი ბომბი, რომელიც 500 მეტრის რადიუსში ყველა ცოცხალ არსებას ანადგურებდა და რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ავრცელებდა რადიაციას.

– როგორ შეიქმნა პრეპარატი АCД?
სტალინის ბრძანებით, ათეულობით კვლევითი ინსტიტუტი და კვლევითი ლაბორატორია მუშაობდა ანტირადიაციული პრეპარატის შექმნაზე, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს პრეპარატი გამოიგონა დამწყებმა მეცნიერმა და თანაც ვეტერინარმა ალექსანდრე დოროგოვმა. დოროგოვმა უმარტივესი და უძველესი გზა აირჩია – მისთვის ცნობილი იყო ბაყაყის კანის უძლიერესი ანტისეპტიკური თვისებების შესახებ და АCД – ს შესაქმნელად სწორედ ბაყაყის კანი გამოიყენა.
აბრევიატურა „АCД“ რუსულად ასე იშიფრება: „Антисептик – стимулятор – Дорогова“. თავისი აღმოჩენით დოროგოვმა აშკარად აჯობა საბჭოთა კავშირის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებსა და საიდუმლო ლაბორატორიებს, რის გამოც, მას უმალ პროფესორის წოდება და სტალინური პრემია მიანიჭეს.

– რა ეფექტი აქვს АCД – ს და რამდენად შედეგიანია მისი გამოყენება რადიაციის წინააღმდეგ?
АCД უძლიერესი და უსერიოზულესი პრეპარატია, რომელიც დღეს, ბედის ირონით, ვეტერინარულ აფთიაქებში იყიდება და მისი საშუალებით მხოლოდ ცხოველებს მკურნალობენ. არადა АCД – მ გამოავლინა უძლიერესი ანტირადიაციული თვისებები. იგი სპობდა სოკოს ნებისმიერ ფორმას, ანადგურებდა კანის პარაზიტებს, აჩქარებდა ჭრილობის შეხორცებას და, რაც ყველაზე მთავარია, სასწაულს ახდენდა ისეთი განუკურნებელი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც ფსორიაზი და ნეიროდერმიტია. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავის დროზე ბერიასაც სტანჯავდა ეს დაავადება და სწორედ АCД – ს საშუალებით განიკურნა.
ალექსანდრე დოროგოვმა შექმნა АCД – ს სამი ფრაქცია – АCД, АCД 2 და АCД 3.
სწორედ АCД 2 – მა განკურნა ბერია ფსორიაზისგან. სხვათა შორის, იგივე პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა ასთმის სამკურნალოდაც, რომელიც იმხანად განუკურნებელი დაავადება იყო. АCД 2 წარმატებით გამოსცადეს გინეკოლოგიაში – კერძოდ, ქლამიდიოზის, ტრიქომონაზის, მიომების, საშვილოსნოს კიბოს სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე ეფექტური გამოდგა მასტოპათიებისა და მკერდის კიბოს შემთხვევაშიც. ბერიას განკარგულებით, АCД 2 ტუბერკულოზისგან დაავადებულ პატიმრებზეც გამოსცადეს და შედეგად სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა მათ შორის. АCД კიბოს მკურნალობაშიც უნიკალური საშუალება აღმოჩნდა და კიბოიანი პაციენტების განკურნების უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1952 წელს საბჭოთა კავშირის ფარმაკოლოგიურმა კომიტეტმა АCД ოფიციალურად დაამტკიცა ზემოთ ჩამოთლილი დაავადებების სამკურნალო პრეპარატად, თუმცა ალექსანდრე დოროგოვს სამედიცინო სფეროში მტრები მალევე გამოუჩნდნენ და ყველა საშუალებით ცდილობდნენ ზიანი მიეყენებინათ მისთვის.

– მაინც რა გახდა პრეპარატის დაბლოკვის მიზეზი?
ჩემი თვალით მაქვს ნანახი სტალინის მიერ ხელმოწერილი დოკუმეტი, სადაც სტალინი ბერიას სწერს: „პროფესორ დოროგოვის მიერ გამოგონებული პრეპარატის ოფიციალური გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს უამრავი სნეულების დამარცხებას, რის გამოც მოსალოდნელია მთელი ქვეყნის მასშტაბით მედპერსონალისა და სამკურნალო საშუალებების წარმოების შემცირება და მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება 15 – 20 წლით. ეს გამოიწვევს საპენსიო და საცხოვრებელი ფონდის გაუმართლებელ დატვირთვასაც, ამიტომ წინადადება მაქვს, პრეპარატები АCД, АCД 2 და АCД 3 გადავიყვანოთ ვეტერინალური პრეპარატების რანგში“.
თავადაც ვფიქრობ, რომ АCД – ს მასობრივი გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად დადგებოდა კრიტიკული მომენტი, რადგან ეს პრეპარატი, თავისი უნიკალური თვისებებით, ფაქტობრივად, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების 75% – ის პარალიზებას გამოიწვევდა.

– გამოდის, თქვენც ურჩევთ პაციენტებს ამ პრეპარატის მიღებას?
АCД – ს მოხმარებას აქვს თავისი წესები და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მისი მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე ვიცი, რომელი დაავადების დროს რა დოზა უნდა იქნეს გამოყენებული და ჩემი გამოცდილება შემიძლია, პაციენტებსაც გავუზიარო.
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომელი წარმოების АCД – ა საუკეთესო. შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრეპარატს რამდენიმე ქარხანა აწარმოებს, მაგრამ საუკეთესო და ნამდვილი მოსკოვის მიერ გამოშვებული პრეპარატია. დანარჩენი ქარხნების პროდუქციას პირადად მე არ ვენდობი.

ჰომეოპათ კახა საბახტარიშვილს შეგიძლიათ მიაკითხოთ მისამართზე: ბახტრიონის 10ა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥