არ არის არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინაციასა და ბელის სინდრომის განვითარებას შორის – ექიმი სარა ოლივერი


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

მკითხველმა უკვე იცის, რომ აშშ-ში პფაიზერის ვაქცინით 4 ვაქცინირებულს
ბელის სინდრომი გამოუვლინდა.

გადადით ბმულზე

ვებგვერდი health.com ამ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნევროლოგიის კათედრის პროფესორ ჯეისონ ჰიმანს, რომელმაც განაცხადა, რომ ბელის დამბლა არის თავის ტვინის მეშვიდე წყვილიდან ერთ-ერთის ნერვის – ე.წ. სახის ნერვის დამბლა, რომელსაც შეიძლება ტრავმა იწვევდეს, თუმცა ყველაზე ხშირად მას ნერვის ვირუსული ანთება იწვევს ხოლმე (ექიმი ჰიმანი ხაზს უსვამს, რომ ბელის დამბლას არ იწვევს კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-COV-2).

ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის (NINDS) მონაცემებით, ბელის დამბლა შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს, რისკ-ფაქტორები კი შეიძლება იყოს: ორსულობა, პრეეკლამფსია, სიმუსქნე, ჰიპერტონია, დიაბეტი და ზემო სასუნთქი გზების დაავადებები.

ბელის დამბლის სიმპტომები:

NINDS-ის მონაცემებით, ბელის დამბლა სახის ერთი ნახევრის დაზიანებას იწვევს, თუმცა შეიძლება ორივეზეც განვითარდეს. სიმპტომები განსხვავებულია, მაგრამ ზოგადად ახასიათებს უეცარი სისუსტე სახის ერთ ნახევარში, წარბის და პირის კუთხის დაშვება, ნერწყვდენა, შეუძლებელი ხდება თვალის დახუჭვა და პირის დახურვა, იცვლება გემოს შეგრძნება, ხასიათდება მსუბუქი ან მძიმე მიმდინარეობით. სიმპტომების განვითარება პიკს 72 საათში აღწევს.

ბელის დამბლას სტეროიდებით და ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ.

არის თუ არა კავშირი ვაცქინაციასა და ბელის დამბლის განვითარებას შორის?

ამ კითხვაზე ექიმი ჰინმანი პასუხობს: “მე არ შემიძლია დავადგინო პირდაპირი კავშირი ვაცქინაციასთან და ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, ზოგადად ბელის დამბლა 100 000 ადამიანიდან 20-ს უვითარდება – ასეთია მისი სიხშირე, პფაიზერის კვლევაში კი 38 000 პაციენტი იყო ჩართული, ამდენად, ოთხი შემთხვევა ბელის დამბლის გავრცელების ნორმალურ სიხშირეს ემთხვევა”.

მსგავსი პრობლემა გაჩნდა რამდენიმე ათწლეულის წინ გრიპის ვაქცინაციის დროსაც, როცა ამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ იყო ბელის დამბლის განვითარების ერთეული შემთხვევები.

უნდა გვეშინოდეს თუ არა ვაქცინაციისა ამ შემთხვევების გამო?

„რა თქმა უნდა, არა, რადგან პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის. ამ ოთხი ადამიანის გარდა, არის ათასობით ადამიანი, რომელთაც არავითარი გართულება არ ჰქონიათ. ეს შემთხვევები კი შესაძლოა, უბრალოდ დამთხვევა იყო” – ამბობს ექიმი ჰინმანი.

აშშ-ს ფედერალური ხელისუფლება შეისწავლის ბელის დამბლის შემთხვევებს პფაიზერის ვაქცინით ვაქცინირებულ ადამიანებში.

ექიმმა სარა ოლივერმა – დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის თანამშრომელმა – პარასკევს განაცხადა, რომ “არ არის არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინაციასა და ბელის სინდრომის განვითარებას შორის”.

CDC-ის მონაცემებით, მუშავდება რეკომენდაციები ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥