ამ კერძში გამოყენებულ სანელებელ, თუთუბოს, იგივე “სუმახს” გააჩნია მომჟავო გემო და ძირითადად გამოიყენება აზერბაიჯანულ სამზარეულოში. მისი შეცვლა შეგვიძლია კოწახურით.
ინგრედიენტები:
- საქონლის ენა, მოხარშული – 1 კგ
- დანაყილი ნიორი – 1 ს.კ
- აჯიკა – 1 ს.კ
- პაპრიკა – 1 ჩ.კ
- ძმარი – 1/2 ჭ
- ხმელი ქონდარი – 2 ს.კ
- თუთუბო – მოსაყრლად
- მარილი
მომზადების წესები:
– მოხარშული ენა დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
– ძმარში გავხსნათ სანელებლები და ხელით შევაზილოთ დაჭრილ ენას.
– მზა კერძი ცოტა ხნით გავაჩეროთ, რომ კარგად გაუჯდეს სანელებლების გემო და არომატი. კერძს სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ თუთუბო.
– სურვილისამებრ შეგვიძლია გავზარდოთ ძმრისა და აჯიკის რაოდენობა.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)