მარწყვის დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 3 კილოგრამს დაიკლებთ. ეცადეთ ეს დიეტა მაშინ დაიცვათ, როდესაც მარწყვის სეზონია.
მითითებები:
1) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი და ერთი ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ამ ინგრედიენტებისგან გააკეთეთ სალათი ან ბლენდერში ადღვიბეთ და ისე მიირთვით.
სადილი: ერთი ჭიქა მარწყვი. ორი კიტრი, 50 გრამი მოხარშული ქათამის ფილე, მწვანილი, მცენარეული ზეთი, რამდენიმე ნიგოზი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: 100 გრ კარტოფილი, ერთი თავი ხახვი, 50 გრ ხაჭო, ნახევარი ჭიქა კეფირი, ნახევარი ლიმნის წვენი – ამ ინგრედიენტებისგან მოამზადეთ სალათი. 1 ჭიქა მარწყვი.
2) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი.
ლანჩი: ერთი ჭიქა კეფირში არეული ერთი ფინჯანი მარწყვი.
სადილი: სამი თხელი ბლინი მარწყვის შიგთავსით.
ვახშამი: 100 გრამი კომბოსტო და ერთი ფინჯანი მარწყვი.
3) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი და ერთი გახუხული პური.
სადილი: 200 გრამი ნესვი, ერთი ფინჯანი მარწყვი, ერთი ბანანი.
ვახშამი: ერთი ფინჯანი მარწყვი. 50 გრამი მოხარშული კარტოფილი, 50 გრამი მოხარშული სტაფილო, 50 გრ კომბოსტო – ამ ინგრედიენტებისგან სალათი.
4) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი, 50 გრამი უმარილო ყველი.
სადილი: ერთი ფინჯანი მარწყვი. სალათი ხახვისგან, 100 გრამი მოხარშული თევზისგან და სალათის ფოთლებისგან.
ვახშამი: ერთი ფინჯანი მარწყვი და 100 გრამი კომბოსტო.
ინგრედიენტები:
მარწყვი
თაფლი
ვაშლი
კიტრი
ქათმის ფილე
ზეთი
ნიგოზი
თევზი
კომბოსტო
კარტოფილი
ყველი
სალათის ფოთოლი
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)