შეარჩიეთ კარგი ბალიში
შესაძლოა პრობლემა სწორედ ბალიშშია. თავიდან დარწმუნდი, რომ შენი ბალიში არ არის ბუმბულებიანი, შეძლებისდაგვარად არის ორთოპედიული (ანუ აქვს შენი თავის ფორმის ”მახსოვრობა”). ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხვრინვისა და აპნოეს თავიდან ასაცილებლად, რადგანაც ასეთ მდგომარეობაში ენა არ გადაგეყლაპება, რაც გამორიცხავს სასუნთქი გზების შევიწროების გამოწვევას.
მოერიდე ალერგენებს
ხშირად ხვრინვისა და აპნოეს მიზეზი ალერგიაა (ყველაზე მსუბუქიც კი, რომელიც ცნობილია, როგორც ალერგიული რინტი). შეცვალე მძიმე ფარდები იმიტომ, რომ მასში მტვრის ტკიპები ბინადრობენ და აუცილებლად შეიძინე ჰიპოალერგიული საბანი.
შეიძინე კაპა
არა, კაპას მხოლოდ რინგზე არ იკეთებენ. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი გამოსავალია. საქმე იმაშია, რომ ის გამოწევს ქვედა ყბას, შესაბამისად შეძლებ ჰაერის მეტი რაოდენობის შესუნთქვას. არის ფირმები (მოძებნე ინტერნეტში), რომლებიც ამზადებენ ხვრინვის საწინააღმდეგო კაპას.
დაიკელი წონაში
ალბათ იცით, რომ თითქმის ყველა ჭარბწონიან ადამიანს აწუხებს ხვრინვა და აპნოე. თან ხვრინვას უმეტეს შემთხვევაში რამდენიმეოქტავიანი დიაპაზონი აქვს (როგორც წესი, ადამიანი იწყებს ხვრინვას და გადადის პიანოდან ფორტეზე, ფორტედან ფორტისიმოზე და საბოლოოდ, ისე წაუშტვენს, რომ სერვანტში მადონას – სერვიზი სკდება). იცით რისი ბრალია? კისრის ქონის, რომელიც ხელს უშლის სასუნთქი გზების სრულ გაფართოებას.
პოლიპები – ადენოიდები
ერთ – ერთი მიზეზია ასევე ცხვირის ფიზიოლოგია. თავიდან, უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა ცხვირი მოტეხილი, გაქვთ თუ არა პოლიპები ან ადენოიდები, და ა.შ. ამისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)