გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს:
ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე,
თუ ვინმე მისმენთ, ჟურნალისტები, ბლოგერები, მოქალაქეები, მიწერეთ თქვენ დეპუტატებს, ვინც აირჩიეთ, პოლიტიკოსებს მიწერეთ, პირბადე მინდა 15 თეთრადთქო, ეს ძალიან მარტივია – ტილოს პირბადე კი არა, მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადე. სხვა ყველა პირბადე უნდა იყოს აკრძალული. ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ფულის კეთება სიცოცხლით როგორ შეიძლება? ფარმაკომპანიებო, აფთიაქებო, გეყოთ ფულის კეთება, ფული გააკეთეთ შამპუნის ფასით, პირბადე უნდა იყოს 15 თეთრად. 1 პირბადის თვითღირებულება არის 13 თეთრი, სუფსიდირებაც რომ გააკეთოთ და ამ საახალწლოდ ის სამი თეთრიც დააკლოთ და 10 თეთრი ღირდეს, არც ეს იქნებოდა ცუდი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა. არანაირი პოლიტიკური და ბიზნესინტერესი არა მაქვს, არავის წინააღმდეგი არა ვარ, მეც შემიძლია, დავუშვა შეცდომა, ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა – გასაგებია, მერე აღიარე, ბოდიში, შემეშალა, მაგრამ, როცა ჯიუტად უარჰყოფ ამ შეცდომას, მერე უკვე მებადება კითხვა – ალბათ, დაინტერესებული ხარ! მაჩვენე, რომ, არა ხარ დიანტერესებული, გააუქმეთ ის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეიძლება შემოტანა და გაყიდვა სამედიცინო და არასამედიცინო პირბადისაც.
აი, მე ვარ მოქალაქე, ვარ, დავუშვათ, ბებო მარო ხულოდან, რა ვიცი მე ის პირბადე სამედიცინოა, რა ნომერია, რა ვიცი? არ ვიცი. უნდა იყოს ერთი სტანდარტი.
ეს მრავალჯერადი და ფილტრიანი პირბადეები ნაგავია, ტყუილად იხდით ფულს! პირბადე უნდა იყოს სამედიცინო და უნდა გეკეთოთ სამი საათი, სამი საათის მერე უნდა გადააგდოთ, აზრი არა აქვს მერე!
არ შეიძლება 13 თეთრიანი პირბადე იყიდებოდეს 1 ლარად. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადე იყოს შეტანილი საავადმყოფოში, დანაშაულია ეს! დღეში რომ 50-მდე ადამიანი კვდება, რის გამო? ამის გამო, ხარისხის გამო. ჯანდაცვაში ყველაფერი ხარისხია და არა რაოდენობა, რაოდენობა არის კარტოფილი! მირჩევნია საქართელოში იყოს 20 საავადმყოფო და არა 500 კანტორა! სომალიდან დაწყებული, ჟენევით დამთავრებული, ყველგან მიმუშავია, საქართველოშიც ვმუშაობდი და ვიცი, რასაც ვამბობ.
როგორ შეიძლება წამლის მწარმოებელს ჰქონდეს თავისი აფთიაქი, თავისი კლინიკა და კიდევ სამედიცინო დაზღვევა – მსოფლიოში არსად არ არის ეს მოდელი, მხოლოდ საქართველოშია. მიუღებელი მოდელია ეს! პირველი რეფორმა, რაც სჭირდება ჯანდაცვას, არის ანტიმონოპოლია და ყველაფრის დაშლა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობა არის ძალიან მთავარი. აპრილამდე თავი უნდა გავიტანოთ, მაისში ჩაცხრება მეტ-ნაკლებად. ვირუსი არსად წავა, ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემსუბუქდება. ერთი კვირა ვითათბიროთო და სათათბირო აქ რა არის? ომში ხარ, ჯარი შემოდის – რა უნდა ითათბირო? გადაწყვეტილება უნდა იყოს მყისიერი. ახალი მთავრობაო – რა ახალი მთავრობა, იგივე რჩება, რატომ ვიტყუებთ თავს? დამთავრდა ეს მთავრობანა, საქმეზე გადადით. იმან ეს თქვა, იმან ილაპარაკა, იმან დაიპუტა, სულ პოლიტიკაა ტელევიზორში, სულ არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, ხალხი კვდება, ექიმები კვდება საავადმყოფოში!
გავიმეორებ, არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფარმაინტერესი არა მაქვს არც საქართელოში და არც მსოფლიოში – გთხოვთ, მოვითხოვოთ ყველა პლატფორმაზე – ყველამ დავწეროთ, გვინდა სამედიცინო პირბადე 15 თეთრად! 13 თეთრია კარგი ხარისსხის სამედიცინო პირბადის თვითღირებულება, გაყიდეთ 15 თეთრად – ვისაც არა აქვს საშუალება, დაურიგეთ, სუბსიდირება გაუკეთეთ, ამდენი მილიონია შემოსული, რაზე ვლაპარაკობთ? დიდი კომპანიები რომ ხართ, „კარფური“, „გუდვილი“, თქვენ ხომ რაოდენობაზე მუშაობთ, თქვენც ხომ შეიძლება იყიდოთ, გაყიდეთ ბოლოს და ბოლოს ხელმისაწვდომ ფასად, 15 თეთრად.
ადამიანს პირბადე უნდა ეკეთოს 3 საათი, მხოლოდ 3 საათი, მერე ის პირბადე საშიშია! მრავალჯერადი პიორბადეები ამ პანდემიას არ შველის! თავიდან არ ვიცოდით, არც გვქონდა პირბადე, მორჩა, გვაქვს, საქართველოში მზადდება, ნუ შემოგვაქვს ჩინეთიდან ნაგავი, თუ შემოიტანთ, კარგი შემოიტანეთ. ევროპა აღარ უშვებს ნაგავს ევროპაში, დამთავრდა – აპრილში, კი, შემოდიოდა.
მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ძალა ერთობაშია. რომ მიხვალ აფთიაქში, იკითხე, ეს რა პირბადეა? თუ ნაგავია არ იყიდო… ის გამყიდველიც მეცოდება იმ აფთიაქში, ისიც არაფერ შუაშია, მფლობელებზე მაქვს საუბარი, ვისაც ეს ნაგავი შემოაქვს, თორემ, ის ადამიანი, რომელიც მუშაობს აფთიაქში, იმასაც ჰგონია, რომ კარგ რაღაცას ჰყიდის… ყველა მომხმარებელმა უნდა თქვას, მე არ მინდა ეს პირბადე და მინდა კარგი პირბადე – სხვა პირბადე გინდა გკეთებია და გინდა არა.”
შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში 🇬🇪
NLSTORE.GE ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 9 - 11კგ დაკლება (30 დღიანი კურსი)
🍹 12-16კგ სლიმით (30 დღიანი კურსი) 🍹 18-23კგ დაკლება (45 დღიანი კურსი)